უცხოეთი
საქართველო, 21 აგვისტო, საქინფორმი. უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთთან დაკავშირებული რელიგიური ორგანიზაციების საქმიანობის აკრძალვის შესახებ კანონპროექტი დაამტკიცა.
ამის შესახებს ინფორმაციას სოციალურ ქსელებში დეპუტატები – იაროსლავ ჟელეზნიაკი და რომან ლოზინსკი ავრცელებენ.
„რადამ საბოლოოდ მიიღო დამუშავებული კანონპროექტი უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთთან დაკავშირებული რელიგიური ორგანიზაციების საქმიანობის აკრძალვის შესახებ“, – წერს ჟელეზნიაკი.
ჟელეზნიაკის ცნობით, კანონი მისი გამოქვეყნებიდან 30 დღეში შედის ძალაში. ამასთან, ერთ-ერთი პუნქტით, მოსკოვის საპატრიარქოს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის თემებს რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიასთან კავშირების გასაწყვეტად ცხრათვიანი ვადა მიეცემათ.
1tv.ge