უცხოეთი
ენტონი ბლინკენი - პრემიერ-მინისტრმა დამიდასტურა, რომ ისრაელი ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ აშშ-ის წინადადებას ეთანხმება, ახლა „ჰამასმაც“ იგივე უნდა გააკეთოს

 საქართველო, 20 აგვისტო, საქინფორმი. პრემიერ-მინისტრმა დამიდასტურა, რომ ისრაელი ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ აშშ-ის წინადადებას ეთანხმება, ახლა „ჰამასმაც“ იგივე უნდა გააკეთოს, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა ბენიამინ ნეთანიაჰუსთან შეხვედრის შემდეგ პრესასთან საუბრისას განაცხადა.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა აღნიშნა, რომ ისრაელის პრემიერ-მინისტრთან შეხვედრა კონსტრუქციული იყო.

„პრემიერ-მინისტრმა დამიდასტურა, რომ ისრაელი აშშ-ს მიერ გასულ კვირას დოჰაში გაკეთებულ დამაკავშირებელ შეთავაზებას ეთანხმება, რათა მხარეებს შორის არსებული განსხვავებები დააკავშიროს. ახლა „ჰამასმაც“ იგივე უნდა გააკეთოს“, - განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა.

მისივე თქმით, გრძელვადიანი ცეცხლის შეწყვეტის წინადადება „ისრაელის უსაფრთხოების ინტერესებსაც წარმოადგენს და ღაზის სექტორის მოსახლეობის ყოველდღიურ საშინელ ტანჯვას შეამსუბუქებს“.

interpressnews.ge