პოლიტიკა
საქართველოს მოქალაქე აზერბაიჯანიდან ჩეხეთის გავლით უკრაინას იარაღს აწვდის? – საქინფორმი

   ინფორმაცია, რომელიც ახლახან ინტერნეტში გამოჩნდა, იმდენად სენსაციურია, რომ ძნელი დასაჯერებელია, მიუხედავად გამოქვეყნებული საიდუმლო დოკუმენტებისა, რომელთა ნამდვილობა ეჭვს არ იწვევს. საქინფორმმა არ იცის, ჩართულია თუ არა ამ პუბლიკაციებში ქვემოთ ნახსენები რესპუბლიკების - საქართველოს, აზერბაიჯანისა და ჩეხეთის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურები, რადგან საუბარია უკრაინისთვის იარაღისა და სამხედრო ტექნიკის მიწოდებაზე.

   2024 წლის 28 ივლისს ფინურმა პორტალმა "Magneettimedia"- მ გამოაქვეყნა ჟურნალისტური გამოძიების მასალები ფინურ ენაზე, "ჩრდილოვანი იარაღის ბარონების განდიდება: როგორ მიმდინარეობს იარაღით საიდუმლო ვაჭრობა ევროპაში“, რომელიც დღემდე მხოლოდ 1045 ინტერნეტ-მომხმარებელმა წაიკითხა. ქვემოთ მოცემული სტატია აღწერს ევროპაში იარაღით ჩრდილოვან ვაჭრობას, რომელიც მჭიდროდ არის დაკავშირებული უკრაინის ომთან, - ნათქვამია სტატიის წინასიტყვაობაში.

   2024 წლის 1 აგვისტოს პუბლიკაცია ფრანგულ ენაზე გადაიბეჭდა პოლიტიკური და სტრატეგიული ანალიზის ცენტრმა "STRATPOL"- მა სათაურით ევროპაში იარაღით საიდუმლო ვაჭრობა იზრდება რუსეთის მიმართ ნეიტრალური ქვეყნების გავლით (დღემდე წაკითხული აქვს 3723-ზე მეტ ინტერნეტ-მომხმარებელს), სადაც წინასიტყვაობაში აღნიშნულია: უკრაინის შეიარაღებულ ძალებში, სხვა მიზეზებთან ერთად, ბრძოლის ველზე სამხედრო ტექნიკის ნაკლებობით გამოწვეულმა კრიზისმა იარაღის შავ ბარონებს სისხლიანი ფულის შოვნის შესაძლებლობა მისცა.

   2024 წლის 8 აგვისტოს ინგლისურენოვანმა რესურსმა “THE POLITOSCOPE“- მა გამოაქვეყნა ამ მასალის უფრო მდიდრულად ილუსტრირებული ვერსია სახელწოდებით „ბაქო აწვდის უკრაინას იარაღს ევროპისა და აფრიკის გავლით“.რამდენიმე საკმაოდ ავტორიტეტული რესურსი, თანაც - სხვადასხვა ქვეყანაში, იტყობინება, რომ აზერბაიჯანი აწვდის იარაღს უკრაინას ტრანზიტით - ევროპისა და აფრიკის ქვეყნების გავლით. ჩვენ დავუკავშირდით ფინურ გამოცემა Magneetti- და ამ რესურსმა დაგვიდასტურა, რომ მას აქვს ასეთი ინფორმაცია და გაგვიზიარა მტკიცებულებებიც. წარმოდგენილი მასალებიდან ბოლომდე არ არის ნათელი - არის თუ არა ჩართული მიწოდების ჯაჭვში ოფიციალური ბაქო, მაგრამ, მიუხედავად ამისა, არსებობს განცდა, რომ იარაღის მიწოდება ხდება, მინიმუმ, აზერბაიჯანის ხელისუფლების ნებართვით, - ნათქვამია სტატიის წინასიტყვაობაში.

   საქინფორმი თავის მკითხველს წარუდგენს შეჯერებულ ტექსტს, რომელიც შედგენილია ზემოთ ჩამოთვლილი სამივე წყაროს გამოყენებით - ფინური ორიგინალი " Magneettimedia " , ფრანგული. „STRATPOL“ და ინგლისური „POLITOSCOPE“, რომლებიც საქინფორმმა რუსულად და ქართულად თარგმნა.

მაშ, ასე:

   „საიდუმლო არავისთვის არის, რომ უკრაინის ომი ასაზრდოებს ჩრდილოვან სამხედრო ბიზნესს მთელ მსოფლიოში. „იარაღის ბარონები“ მიჰყიდიან სასროლ იარაღს, საბრძოლო მასალებსა და მძიმე ტექნიკას უკრაინას, რომელიც, გასაგები მიზეზების გამო, განიცდის დასავლეთის ქვეყნების მიერ ნაჩუქარი ტექნიკის დეფიციტს მისი გაყიდვის შემდეგ (საზღვარგარეთ შეძენილი და ნაჩუქარი სასროლი იარაღისა და მძიმე შეიარაღების გადაყიდვა მესამე ქვეყნებსა და ტერორისტულ ორგანიზაციებზე ადგილი ჰქონდა საქართველოში 2008 წლის 7 აგვისტოს ომამდე სააკაშვილის რეჟიმის მიერ - საქინფორმი). ისინი ("იარაღის ბარონები" - საქინფორმი) ძალიან ბუნდოვნად განმარტავენ მოთხოვნებს, რომლის მიხედვითაც სამხედრო ტექნიკა უნდა იყოს გამოყენებული მხოლოდ და მხოლოდ მიმწოდებელ ქვეყნებში და მისი გადაყიდვა აკრძალულია. თანაც, ასეთი კონტრაგენტები იყენებენ თავიანთ კავშირებს იმ ქვეყნებში, რომლებიც, პირობითად, არიან რუსეთის მიმართ მეგობრული (როგორიცაა აზერბაიჯანი - საქინფორმი), ან ნეიტრალური და ცდილობენ დისტანცირებას უკრაინის კონფლიქტისგან (როგორიცაა საქართველო და ჩეხეთი - საქინფორმი). ინტერპოლის გენერალურმა მდივანმა იურგენ ტოკმა გააფრთხილა ნატოს ქვეყნები, რომ უკრაინაში გაგზავნილი იარაღი შესაძლოა გლობალურ შავ ბაზარზე დამნაშავეთა ხელში აღმოჩნდეს. როგორც კი უკრაინაში სროლა დადუმდება, იარაღი დაიწყებს არალეგალურ გავრცელებას. ჩვენ უნდა ველოდოთ იარაღის ნაკადს ევროპაში და მის ფარგლებს გარეთ, - იწინასწარმეტყველა სტოკმა ჯერ კიდევ 2022 წელს.

   საქნფორმი ხაზს უსვამს, რომ არც ფინეთი, შესაბამისად - ფინური მედია, და არც ინტერპოლი არავითარ მოწიწებას არ განიცდიან რუსეთის ფედერაციის მიმართ, უფრო - პირიქით. მით უფრო ღირებულია მათი ობიექტური შეფასებები და ინფორმაცია.

   „ამ „იარაღის ბარონთაგან“ ერთ-ერთი საქართველოს მოქალაქე დავით ჩუტკერაშვილია (Davit Chutkerashvili), რომელიც მართავს თბილისში ორ კომპანიას - DMTD Holding LLC და „MTD Holding LLC“ (რაც დასტურდება ამონაწერით საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსამოქალაქო რეესტრიდან - საქინფორმი ).

საქინფორმი: ასევე ცნობილია, რომ დავით ჩუტკერაშვილმა (პირადი ნომერი 01011020047) ფლობს/მართავს/წილობრივად მონაწილეობს სხვა კომპანიებშიც, დარეგისტრირებულია Давид Чуткерашвили“ -გვერდები სოციალურ ქსელებში Одноклассники და ორი - “Facebook”-ზე, ყველა რუსულ ენაზე, სადაც ინფორმაციის რაფაში მითითებულია მხოლოდ, რომ ის 1966-1975 .. სწავლობდა 24- სკოლაში, სწავლობდა მოსკოვსა და Tbilisi State University"-ში (თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი), მუშაობდა УкрКарта-ში , ცხოვრობს თბილისში და თბილისიდანაა, თუმცა „Magneettimedia“ -სა და "THE POLITOSCOPE"-ში გამოქვეყნებულ საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობაში (იხ. ფოტო №1) აღნიშნულია, რომ დავით ჩუტკერაშვილი დაიბადა ქარელში 1960 წლის 2 აპრილს.

   „მრავალი წელია ის (დავით ჩუტკერაშვილი - საქინფორმი) იარაღს აწვდიდა სხვადასხვა კონფლიქტურ ზონებში, ავღანეთიდან აფრიკამდე, ახლა კი ბაზრის მოთხოვნებს უკრაინისთვის ახალი ბიზნეს-გეგმებით პასუხობს. სხვის სისხლზე გამდიდრება, როგორც ჩანს, ქართველს არ ეუხერხულება. დავით ჩუტკერაშვილი პირდაპირ კავშირშია უკრაინის შეიარაღებულ ძალებთან და იქ საკუთარი წარმომადგენელიც კი ჰყავს. 2024 წლის ივნისში უკრაინულმა მხარემ, წარმოდგენილმა ფირმის LLC Center for strategic programs ASKS სახით, გააფორმა ხელშეკრულება MTD Holding LLC- თან იარაღის პარტიის მიწოდებაზე, მათ შორის 2023-2024 წლებში აზერბაიჯანის წარმოების ახალი ტყვიამფრქვევები AZ-7.62-ის ჩათვლით. გარდა ამისა, უკრაინული წყაროების თანახმად, პარტიაში შედის არაერთი მოძველებული საბჭოთა წარმოების ჯავშანმანქანა აზერბაიჯანიდან БТР-60, БТР 70М, БРДМ-2. (იხ. ფოტო №2 - დავით ჩუტკერაშვილი ერთ-ერთის ფონზე), რომლის შესყიდვაზეც ჩუტკერაშვილმა 2023 წლის ნოემბერში მოლაპარაკებები აწარმოა ბაქოში აზერბაიჯანის თავდაცვითი მრეწველობის სამინისტროს სახელმწიფო ჩინოვნიკებთან, რომლებიც ასევე ეხმარებიან უკრაინისთვის ტანკების შეძენაში. ესენი არიან რასიმ გეზალოვი (Rasim Gezalov) - ბაქოს ხელსაწყოთმშენებელი ქარხნის ყოფილი დირექტორი (ООО Bakı Cihazqayırma Zavodu), რომელიც ეკუთვნის აზერბაიჯანის თავდაცვითი მრეწველობის სამინისტროს (იხილეთ ფოტოები №№3 და 4 - ქარხნის ტერიტორია, სადაც დგას საბჭოთა წარმოების ჯავშანმანქანები, როგორც ჩანს, უკრაინაში გადასაზიდად გამიზნული), და 2024 წლის მაისში დანიშნული მოქმედი დირექტორი - რასიმ ტაჰიროვი (Rasim Tahirov) (ფოტოებზე №№5 - 28 იხილეთ მიწოდების ხელშეკრულებების, ანგარიშ-ფაქტურების, მინდობილობის და სხვა დოკუმენტაციის ასლები). ასეთი გარიგება აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის ზურგს უკან ხდება, მისი ახლო გარემოცვა კი ამჯობინებს არ აცნობოს ამიერკავკასიის უდიდესი სახელმწიფოს ლიდერს. დასავლელი მკითხველისთვის დასკვნა საინტერესოა: რუსეთმა იმდენად დაკარგა გავლენა ამიერკავკასიელ პარტნიორებზე, რომ ვერ აჩერებს იარაღის მიწოდებას მეგობარი ქვეყნებიდანაც კი, რომელთა რიცხვშიც, რა თქმა უნდა, აზერბაიჯანიც შედის.

   ოფიციალური მყიდველი არის ჩეხეთი, წარმოდგენილი «Czechoslovak Group»-ის („CSG) სახით, რომელიც არ იყენებს ასეთ მოდელებს (ჯავშანტექნიკის - საქინფორმი), რაც ნიშნავს, რომ ტანკები იგზავნება უკრაინაში. გარდა ამ გარიგებისა, გამომძიებელმა ჟურნალისტებმა გაარკვიეს, რომ აზერბაიჯანმა გაუგზავნა შეთავაზება უცნობ უცხოელ დამკვეთს ასეთი მანქანების (როგორც ჩანს, ჯავშანტრანსპორტიორების და ჯავშნიანი სადაზვერვო მანქანების - საქინფორმი) მიწოდებაზე. ქართული წყაროების ცნობით, მანქანები უკვე მზადაა ჩეხეთისთვის გადასაცემად.

   იმის გათვალისწინებით, რომ დღეს საქართველო მაქსიმალურად დისტანცირდება უკრაინის კონფლიქტისგან (საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია იმედთან ინტერვიუში განაცხადა , რომ საქართველოში ტერორისტული თავდასხმების რისკი რჩება მანამ, სანამ უკრაინაში შეიარაღებული კონფლიქტი გრძელდება), ჩუტკერაშვილმა ისარგებლა თავისი დიდი ხნის კავშირებით აღმოსავლეთ ევროპაში, კერძოდ, ჩეხ პარტნიორებთან კონტაქტებით, რათა მიეწოდებინა შეიარაღება უკრაინაში. ჩუტკერაშვილმა ხელი მოაწერა გაუმჟღავნებლობის ხელშეკრულებას ჩეხურ კომპანია „Excalibur International- თან, რომელიც მჭიდრო კავშირშია იარაღის გიგანტ „Czechoslovak Group-თან (CSG“). Bloomberg-ის ცნობით, „CSG- 5 მილიარდ დოლარამდე მიიღო უკრაინაში მიწოდებული განახლებული T-72 ტანკებიდან. ამასთან, ჩეხეთის პრეზიდენტი პეტრ პაველი საუბრობდა არა მხოლოდ უკრაინასთან სამშვიდობო მოლაპარაკებებზე, არამედ განსაკუთრებით ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთისა და ჩინეთის გარეშე სამშვიდობო შეთანხმება მოლაპარაკების მაგიდასთან ვერ მოხდება.

   აშკარაა, რომ დავით ჩუტკერაშვილის მსგავსი „იარაღის ბარონები“ აღიარებენ ცნობილ ინგლისურ პრინციპს „Nothing personal, it's just business („არაფერი პირადულ, მხოლოდ ბიზნესი), თუმცა, დღეს ირკვევა, რომ სწორედ ასეთ „შავ“ ბიზნესმენებს შეუძლიათ ხელი შეუშალონ უკრაინაში კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესს. სამშვიდობო საქმიანობით დაინტერესების დასამტკიცებლად იარაღის არალეგალური მიწოდების ჯაჭვში ჩართული ნეიტრალური ქვეყნების ხელმძღვანელებმა (აზერბაიჯანი, ჩეხეთი, ნაწილობრივ საქართველო, ვინაიდან ჩუტკერაშვილი საქართველოს მოქალაქე და მოქმედებს როგორც საქართველოში რეგისტრირებული კომპანიების ხელმძღვანელი - საქინფორმი) უნდა შეწყვიტონ სისხლიანი ბიზნესი“.

   შეესაბამება თუ არა რეალობას სამ უცხოურ გამოცემაში გამოქვეყნებული ზემოთ მოყვანილი ინფორმაცია? ამ კითხვაზე პასუხი უნდა გასცენ ზემოაღნიშნული რესპუბლიკების კომპეტენტურმა ორგანოებმა და სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებმა. საქინფორმმა საჭიროდ ჩათვალა ფართო საზოგადოებისთვის გაეცნო ინტერნეტში გამოქვეყნებული უცხოელი ჟურნალისტების გამოძიების მასალები არა სკანდალის გამო - ქართულ საინფორმაციო-ანალიტიკურ სააგენტო საქინფორმს“ ყველაზე მეტად აწუხებს საქართველოს, აზერბაიჯანსა და რუსეთს შორის ზედმეტი დაძაბულობის წარმოშობის საშიშროება, რაც თბილისის, ბაქოსა და მოსკოვის მიმართ არამეგობრულად განწყობილი ქვეყნების ინტერესებში შედის.

2024 წლის 18 აგვისტო
საქართველო, თბილისი