პუბლიკაციები
ნიკოლაი პატრუშევი: „ვიმედოვნებ, რომ ქართველმა ხალხმა იცის, რომ თავისი ტანჯვით ამერიკელების ქმედებების საფასურს იხდის“

 საქართველო, 18 აგვისტო, საქართველო. „ტყუილი და პროვოკაცია ვაშინგტონისა და სხვა დასავლური ქვეყნების პოლიტიკის ჩვეული თანამგზავრია. სწორედ ამერიკელების ორგანიზებული იყო სააკაშვილის სამხედრო ავანტიურა 2008 წლის აგვისტოში, თუმცა ისინი ამტკიცებდნენ, რომ მათ არანაირი კავშირი არ ჰქონდათ ამასთან. აშშ-ის პირდაპირ ჩარევას საქართველოს საქმეებში აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის გამოყოფა მოყვა. მიმაჩნია, რომ ქართველმა ხალხმა იცის, რომ მათი ტანჯვის მიზეზი ამერიკელების ქმედებებია“, - განაცხადა, კერძოდ, „Известия»-სთან ექსკლუზიურ ინტერვიუში რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის მრჩეველი და გასულ კვირას ვლადიმერ პუტინის მიერ შექმნილი ახალი სტრუქტურის - რუსეთის საზღვაო კოლეგიის თავმჯდომარე ნიკოლაი პატრუშევმა.

   „უნდა ვაღიაროთ, რომ ძალის ფაქტორის როლი საერთაშორისო ურთიერთობებში არ შემცირებულა“… ნატო აგრძელებს მსოფლიო ოკეანეების გეოპოლიტიკური მნიშვნელობის მქომე რაიონებში სამხედრო-საზღვაო ყოფნის გაძლიერბას, მათ შორის რუსეთის ფედერაციის ტერიტორიების მიმდებარე ოკეანეებისა და ზღვების აკვატორიებში“, – აღნიშნა მან.

   ინტერვიუში პატრუშევი დასავლეთს ადანაშაულებს „შავ ზღვაზე რუსეთის შეკავების სტრატეგიის აქტიურად განხორციელებაში, სადაც ნატო მონტრეს კონვენციის დარღვევით თავისი ყოფნის გასაძლიერებლად ემზადება. ოკეანეებზე გავლენის გასაზრდელად, შეერთებული შტატები და მისი მოკავშირეები უგულებელყოფენ ან ცდილობენ გადახედონ სხვა საერთაშორისო შეთანხმებებს“.

იმავე ინტერვიუში, პატრუშევი ასევე ადანაშაულებს დასავლეთის ქვეყნებს რუსეთის კურსკის რეგიონში შეჭრაში უკრაინის დახმარებისთვის და აცხადებს, რომ ამერიკის ინტერესების გამო უკრაინის მოსახლეობა იტანჯება, რადგან „შეერთებულმა შტატებმა მათი სახელმწიფო სამხედრო ანტირუსულ პროექტად აქცია. ვაშინგტონის ძალისხმევით შეიქმნა ყველა პირობა, რომ უკრაინამ დაკარგოს სუვერენიტეტი და ტერიტორიის ნაწილი, მათ შორის ის ტერიტორიები, რომელთაც ამერიკის ზოგიერთმა მოკავშირემ უკვე დიდი ხანია თვალი დაადგა“.