აქტუალური
GORBI: საპარლამენტო არჩევნები ამ კვირას რომ ტარდებოდეს, გამოკითხულთა 59.3% ხმას „ქართულ ოცნებას“ მისცემდა, „ნაციონალური მოძრაობა“ /„სტრატეგია აღმაშენებელს“ - 13.1%

 საქართველო, 16 აგვისტო, საქინფორმი. ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით GORBI საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგებს აქვეყნებს.

კითხვაზე, საპარლამენტო არჩევნები ამ კვირას რომ ტარდებოდეს, ვის მისცემდით ხმას? - მიღებული პასუხების შედეგად, პარტიების პოლიტიკური რეიტინგები ალოკაციით შემდეგნაირად გადანაწილდა:

„ქართული ოცნება“ - 59.3%;

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ /„სტრატეგია აღმაშენებელი“ - 13.1%;

კოალიცია „ლელო“/„ანა დოლიძე - ხალხისთვის“/„თავისუფლების მოედანი“ - 5.8%;

კოალიცია „ახალი“/„გირჩი - მეტი თავისუფლება“/„დროა“ - 5.5%;

„საქართველოსთვის“ - 4.8%;

„საქართველოს პატრიოტთა ალიანსისა“ და „ალტ ინფოს“ კოალიცია - 3%;

„ევროპული საქართველო“ - 2.2%;

„ახალი პოლიტიკური ცენტრი გირჩი“ - 2.1%;

სხვა - 4.2%.

„იმედის“ ინფორმაციით, საზოგადოებრივი აზრის კვლევა ქვეყნის მასშტაბით პირისპირ ინტერვიუს მეთოდით ჩატარდა 24 ივლისი - 4 აგვისტოს პერიოდში. გამოიკითხა ჯამში 1700 რესპონდენტი. მონაცემების ცდომილების ზღვარია +/-3%.