აქტუალური
2023 წელს პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 1.902 მლრდ აშშ დოლარი იყო

 საქართველო, 16 აგვისტო, საქინფორმი. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ 15 აგვისტოს გამოქვეყნებული დაზუსტებული მონაცემებით, 2023 წელს პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 1.902.2 მლრდ აშშ დოლარი იყო, რაც 2022 წლის დაზუსტებულ მაჩვენებელზე 15.6%-ით ნაკლები და 2023 წლის წინასწარ მონაცემებზე 19.3%-ით მეტია. შემცირების გამომწვევ უმთავრეს მიზეზებს რეინვესტიციებში ცვლილება და სავალო ვალდებულებების შემცირება წარმოადგენს.

საქსტატის ცნობით, 2023 წელს რეინვესტიციის წილმა მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 83.7% შეადგინა.

2023 წელს, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ყველაზე დიდი წილი – 386.3 მლნ აშშ დოლარი – ნიდერლანდებზე მოდიოდა, შემდეგ მოდის გაერთიანებული სამეფო – 364.3 მლნ აშშ დოლარით და აშშ – 182.2 მლნ აშშ დოლარით.

დანარჩენი ქვეყნების წილი პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებში ასე გამოიყურება: თურქეთი – 109.5 მლნ აშშ დოლარით; რუსეთი – 103.3 მლნ აშშ დოლარით; ჩინეთი – 98.4 მლნ აშშ დოლარით; მალტა – 97.4 მლნ აშშ დოლარით; აზერბაიჯანი – 90.3 მლნ აშშ დოლარით; იაპონია – 69.4 მლნ აშშ დოლარით; შვეიცარია – 41.9 მლნ აშშ დოლარით; დანარჩენი ქვეყნები – 359.2 მლნ აშშ დოლარით.

2023 წელს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ყველაზე დიდი წილი 583.6 მლნ აშშ დოლარი საფინანსო და სადაზღვევო სექტორზე მოდიოდა. შემდეგ მოდიან: ვაჭრობა – 314.3 მლნ აშშ დოლარით; დამამუშავებელი მრეწველობა – 301.5 მლნ აშშ დოლარით; ტრანსპორტი – 165.4 მლნ აშშ დოლარით; ინფორმაცია და კომუნიკაცია – 119.6 მლნ აშშ დოლარით; უძრავი ქონება – 111.2 მლნ აშშ დოლარით; მშენებლობა – 85.9 მლნ აშშ დოლარით; პროფესიული და სამეცნიერო საქმიანობები – 50 მლნ აშშ დოლარით: ენერგეტიკის სექტორი – 44.3 მლნ აშშ დოლარით; გართობა და დასვენება – 35.2 მლნ აშშ დოლარით; სხვა სექტორები – 91.3 მლნ აშშ დოლარით.