“საქართველო თანდათან გამოდის სიბნელიდან და გადადის სინათლის მხარეზე, თუმცა ძალიან ნელა“ , - განუცხადა NEWS FRONT -ს საქინფორმი-ის მთავარმა რედაქტორმა, ქართველმა პუბლიცისტმა, ჟურნალისტმა და პოლიტოლოგმა არნო ხიდირბეგიშვილმა, როდესაც მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ მოულოდნელი განცხადების შესახებ ვკითხეთ.
- SPUTNIK- ში გამართულ პრესკონფერენციაზე და Baltnews-თან ინტერვიუში თქვენ, ერთადერთმა საქართველოში თქვით, რომ ომი 7 აგვისტოს სააკაშვილმა შეერთებული შტატების დავალებით დაიწყო. და უცებ, 4 დღის შემდეგ, მმართველმა პარტია „ქართულმა ოცნებამ“, რომელიც აქამდე აცხადებდა, რომ ომი დაიწყო რუსეთმა 8 ოქტომბერს, რადგან, აქაოდა, საქართველო თავის ტერიტორიაზე ომს ვერ დაიწყებდა, ხოლო სააკაშვილის ავანტიურისტული ქმედებები აიხსნება იმით, რომ ის წამოეგო რუსეთის პროვოკაციას, მოულოდნელად განაცხადა, რომ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა 2008 წლის აგვისტოში დაიწყო ომი რუსეთთან გარე მითითებით და მოუწოდა საჯარო სამართლებრივი პროცესის დაწყებისკენ, რათა საზოგადოებამ შეიტყოს ვინ ჩაიდინა მოღალატეობრივი დანაშაული ქვეყნისა და ხალხის წინააღმდეგ.
რა მოხდა, ბატონო არნო, რამ აიძულა „ქართული ოცნება“ ასე მკვეთრად შეეცვალა თავისი აზრი? მოსალოდნელია თუ არა, რომ თქვენს კვალდაკვალ საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლება აშშ-ს დაადანაშაულებს? გაასამართლებენ თუ არა სააკაშვილს სამშობლოს ღალატისთვის?
არნო ხიდირბეგიშვილი: ხელისუფლება დაგმობს თეთრი სახლისა და სახელმწიფო დეპარტამენტის იმდროინდელ ხელმძღვანელობას, რომელიც მუშაობდა სააკაშვილთან, და მიშა უთუოდ გასამართლდება. მაგრამ მინდა დავაზუსტო თქვენი შეკითხვა - რომ ომი პირველმა სააკაშვილმა დაიწყო და დაიწყო 2008 წლის 7 აგვისტოს, 23:30 საათზე, 2008 წლიდან მოყოლებული, ათასჯერ განვაცხადე და არა მარტო მე.
„2008 წლის 7 აგვისტოს ქართული ჯარების მიერ ცხინვალის დაბომბვამ, რომელიც გაფრთხილების გარეშე დაიწყო, გამოიწვია ესკალაციის ახალი ხვეული, კერძოდ ღია და სრულმასშტაბიანი სამხედრო მოქმედებები. მძიმე შეიარაღებისა და კასეტური საბრძოლო მასალების გამოყენება, რომელიც სერიოზულ საფრთხეს უქმნიდა მშვიდობიან მოსახლეობას, წარმოადგენდა საქართველოს მიერ სამხედრო ძალის არაპროპორციულ გამოყენებას, თუმცაღა საკუთარ ტერიტორიაზე, და, როგორც ასეთი, არღვევს საერთაშორისო სამართალს და საქართველოს ვალდებულებებს გადაჭრას ეს კონფლიქტი მშვიდობიანი საშუალებებით“, - ნათქვამია ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის 1633 რეზოლუციის მე-5 პუნქტში (2008 წლის 2 ოქტომბერი).
„საბრძოლო მოქმედებები დაიწყო ქართული მასშტაბური ოპერაციით ქალაქ ცხინვალისა და მიმდებარე ტერიტორიების წინააღმდეგ 2008 წლის 7-8 აგვისტოს ღამეს, რასაც წინ უძღოდა მასიური საარტილერიო დაბომბვა. კომისიას არ შეუძლია საკმარისად დადასტურებულად მიიჩნიოს საქართველოს მტკიცება იმის შესახებ, რომ რუსეთის მნიშვნელოვანი ძალები სამხრეთ ოსეთში 8 აგვისტომდე შეიჭრნენ“, - ნათქვამია ჰაიდი ტალიავინის ხელმძღვანელობით 2008 წლის აგვისტოში სამხრეთ კავკასიაში ომის გარემოებების გამოსაძიებლად ევროკავშირის საერთაშორისო კომისიის შემაჯამებელ მოხსენებაში (გამოქვეყნდა 2009 წლის 30 სექტემბერს).
თქვენ მიერ ნახსენები ჩემი პრესკონფერენციის დასაწყისსა და მიმდინარე წლის 9 აგვისტოს ინტერვიუში ასევე ვაცხადებ, რომ იმის გამოძიება, თუ ვინ იყო მაშინ დამნაშავე უნდა მომხდარიყო 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებამდე და არა შემდეგ, რადგან ბევრი ოპოზიციის ლიდერი რომლებსაც რევანში და მომდევნო დღეს, 27 ოქტომბერს, ახალი რევოლუციის გზით ხელისუფლებაში დაბრუნება სწყურიათ, სააკაშვილის იმ დანაშაულში მონაწილეობდა. მაშინ სააკაშვილმა შეასრულა აშშ-ის ხელმძღვანელობის საიდუმლო ნება, ისე როგორც დღეს ზელენსკი ასრულებს. შეერთებულ შტატებს ცნობილი მიზეზების გამო (ნავთობი და გაზი, ოქრო, მარგანეცი, მტკნარი წყალი, რუსეთთან საზღვარი, სატრანსპორტო ჰაბი, მაგისტრალური მილსადენები და ა.შ.) სჭირდება მთელი სამხრეთ კავკასია და საქართველო იყო „პირველი მერცხალი“, „ვარდების რევოლუცია“ შევიდა შარპი-აკერმანის სახელმძღვანელოებში როგორც „ფერადი რევოლუციების“ ნიმუში. ხოლო სააკაშვილსა და მის თავდაცვის მინისტრ კეზერაშვილს ასევე ჰქონდათ საკუთარი მერკანტილური მოსაზრებები - ჩამოეწერათ რუსეთთან ომის მიზეზით უკრაინასა და ევროპაში შეძენილი, შეერთებული შტატებისგან და ამიერკავკასიის წითელდროშოვანი სამხედრო ოლქისგან მიღებული და ახლო აღმოსავლეთის ტერორისტული რეჟიმებისთვის მიყიდული ურიცხვი იარაღი. ”კიდევ რა არის აქ გამოსაძიებელი?!” - ვსვამ კითხვას 9 აგვისტოს ინტერვიუში და პრესკონფერენციაზე, მივმართავ რა ირიბად ხელისუფლებას.
ამიტომ, „ქართული ოცნების“ მოულოდნელი განცხადება იყო პასუხი ჩემს კითხვაზე - საქართველოს ხელისუფლება, თურმე, საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, აპირებს საიდუმლო, კონკრეტული ინფორმაციის გასაჯაროებას აშშ-ის მთავარი პროვოკაციული როლის შესახებ, რომლის მითითებითაც სააკაშვილმა ეს ავანტიურა განახორციელა. სწორედ ამაში მდგომარეობს ხელისუფლების პოზიციის ცვლილება, რომელიც ბოლო ხანებში პირველად როდი ეწინააღმდეგება ვაშინგტონისა და ბრიუსელის პოზიციას. ძალიან კარგია, რომ ხელისუფლებამ დღეს საბოლოოდ გადაწყვიტა სიმართლის თქმა, მათ სიტყვებს ჩემს განცხადებაზე გაცილებით მეტი წონა ექნება, საქართველო თანდათან გამოდის სიბნელიდან და გადადის სინათლის მხარეს. საქართველოს ხელისუფლება ახლა "მშობიარობის ტკივილს" განიცდის - "ქართულ ოცნებაში" არ არის არც ერთი სპიკერი, რომელსაც რუსეთი ოკუპანტად არ შეურაცხავს - როგორია ახლა "პლასტინკის შეცვლა" და აღიარება, რომ რუსეთი თუ ოკუპანტია, მაშინ - უნებლიე, რადგან პრეზიდენტი სააკაშვილი ამერიკელი რეზიდენტი და საქართველოს მოღალატე იყო?! როგორია იმის აღიარება, რომ შეერთებული შტატები საქართველოს თავის კოლონიად მიიჩნევს, როგორც გასული კვირის ბოლოს პრაქტიკულად განაცხადა სენატორმა ჯინ შაჰინმა, რომელიც დაუპატიჟებლად ეწვია თბილისს კონგრესმენ მაიკ ტერნერთან ერთად?! „ჩვენ ჩავდეთ ინვესტიცია საქართველოში!“ - განაცხადა მან, ანუ 6 მილიარდი დოლარი 32-წლიანი დიპლომატიური ურთიერთობების მანძილზე (187 მილიონი დოლარი წელიწადში, რომლის ნახევარიც მეორადი ამერიკული იარაღით იგზავნებოდა) დახმარება კი არა, არამედ ამერიკის ინვესტიცია იყო საქართველოში, ამიტომ დღეს ვაშინგტონი საზღაურს, მოგებას, დივიდენდებს მოითხოვს!
და არ მჯერა, რომ ამის შესახებ მხოლოდ სააკაშვილმა იცოდა, ეს იცოდა წინა და ახლანდელმა ხელმძღვანელობამაც, რომელიც ჩუმად ეგუებოდა ამას 12 წლის განმავლობაში, 2012 წლიდან, სანამ დღეს მის ქვეშ „სკამმა რყევა“ არ დაიწყო. სწორედ ამიტომ არ შეხვდა ბიძინა ივანიშვილი სენატორ შაჰინსა და კონგრესმენ ნედს, რომლებიც ჩამოვიდნენ პრეტენზიებით და მოითხოვდნენ შეერთებული შტატების წილს - მის მისათითებლად, რომელი კანონები უნდა მიიღოს საქართველომ და რომელი სასწრაფოდ გააუქმოს,როგორიცაა, მაგალითად, უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონი. ამიტომ „ქართულმა ოცნებამ“ უნდა მოიშოროს თავისი აშშ-სთან ჭიპლარით დაკავშირებული სპიკერები, რომლებსაც არ სურთ დამსახურებულ პენსიაზე გასვლა და ურცხვად არ ტოვებენ ტელესივრცეს, რითაც ახდენენ მმართველი პარტიის დისკრედიტაციას.
მაგრამ დასავლეთთან, აშშ-სთან და ევროკავშირთან წაკიდების შემდეგ, საქართველოს მთავრობას ეშინია მარტო დარჩენის, რადგან არ ჰყავს მოკავშირეები - არც სამეზობლოში და არც სამხრეთ კავკასიის გარეთ. მოსკოვის მიერ გამოწვდილი ხელი თბილისში ჯერ არ ჩამოურთმევიათ, რუსეთში „გადაწყვეტილების მიმღებ ცენტრთან“ კომუნიკაციის დამყარების შესაძლებლობა არ გამოუყენებიათ, ამიტომ საქართველოს ხელმძღვანელობის შიში სრულიად გასაგებია. თუმცა დღესაც შესაძლებელია ერთი პროცესის დაწყება და პრობლემები ერთმანეთის მიყოლებით გაქრება...
თუმცა, საქართველოზე ბევრად დიდი ქვეყნები ყოყმანობენ, თუნდაც რუსეთის სტრატეგიული პარტნიორი ჩინეთი, რომლის ბანკებმაც უარი თქვეს რუსეთისგან გადახდების მიღებაზე შეერთებული შტატების გაბრაზებისა და ამერიკული სანქციების ქვეშ მოქცევის შიშით. ყველა, პატარა საქართველოც და უზარმაზარი ჩინეთიც, ერთ რამეს ელოდება - სპეცოპერაციის შედეგს და "კურსკის რკალი", რომელშიც კიევის რეჟიმმა რუსეთის საზღვარი მოაქცია, მხოლოდ შორსმჭვრეტელური მოლოდინის პოზიციის სასარგებლოდ თამაშობს.
და მაინც, რაც უფრო მალე დავიწყებთ სიმართლის თქმას, ვიპოვით საკუთარ თავში გამბედაობას გავწმინდოთ ხელისუფლება კონფორმისტებისგან და ყველაფერს თავიანთი სახელები ვუწოდოთ, მით უკეთესი იქნება ჩვენთვის. მაგალითად, აუცილებელია სტერეოტიპის მსხვრევა - „რუსეთი ეომება უკრაინას, უკრაინელ ხალხს“, საქართველოში ხომ პროსამთავრობო ტელეარხებიც კი უკრაინის მხარეს არიან, იმეორებენ ანტირუსულ ნარატივს და რუსოფობიურ პროპაგანდას ეწევიან. შეხედეთ - უკრაინელი ხალხის ნახევარზე მეტმა - 20 მილიონზე მეტმა - დატოვა უკრაინა, დანარჩენებმა ვერ შეძლეს, ამიტომ იძულებული არიან იბრძოლონ, რა თქმა უნდა, ბანდერელების - იდეური ნეოფაშისტების გამოკლებით. ისმის კითხვა: ვის უწოდებთ უკრაინელ ხალხს, ბატონებო?!
შეიძლება თუ არა უკრაინელ ხალხად მივიჩნიოთ ისინი, ვინც ჯერ კიდევ გუშინ 45-მილიონიანი უკრაინის პრეზიდენტად აირჩიეს არა მარტო სხვა რჯულის ადამიანი, არამედ ჰომოსექსუალიც?! ნარკომანიც?! ვინც თავისი მართლმადიდებლური მრწამსი 25 მილიონ დოლარად ბართლომეს საამქროში დამზადებულ, უკრაინის ცრუეკლესიის „ავტოკეფალიის შესახებ ტომოსში“ გაცვალა?! ზელენსკი - გეი, ნარკომანი და განხეთქილების ჩამომგდები ათეისტია, რაც მთელმა მსოფლიომ იცის!
იგივე ეხება საქართველოს ხელისუფლებასაც. ოფიციალურად, მოახლოებული საპარლამენტო არჩევნები სრულად პროპორციული სისტემით უნდა ჩატარდეს, საქართველო ვითომდა საბოლოოდ გადადის მმართველობის საპარლამენტო ფორმაზე, მაგრამ განა მაჟორიტარები არ არიან ე.წ. რაიონების დელეგატები „ქართული ოცნების“ პარტიულ სიაში?! და განა კავკასიის ხალხების მენტალიტეტისთვის უცხო არ არის მმართველობის საპარლამენტო ფორმა? ჩვენ თავადვე რატომ ვუწყობთ ხელს იმას, რომ საქართველოში და მის ფარგლებს გარეთაც დღემდე ვერავის გაუგია - ვინ არის ქართული სახელმწიფოს მეთაური, ვინ მართავს საქართველოს, რა ფუნქციები აქვს პრეზიდენტს, რა - პრემიერ-მინისტრს? ორი საპრეზიდენტო სასახლე - ავლაბარსა და ორბელიანზე, საქართველოს ორი ხელმძღვანელი - პრემიერი და პრეზიდენტი: ოჯახს ერთი მეთაური უნდა ჰყავდეს, ორი - უკვე პლურალიზმია, საიდანაც ორი ნაბიჯია ჰომოსექსუალიზმამდე, ერთსქესიანთა ქორწინებამდე, №1 და №2 მშობლამდე. აზერბაიჯანს ჰყავს ერთი მეთაური, პრეზიდენტი, და საპრეზიდენტო რესპუბლიკა ყვავის, სომხეთს კი ჰყავს პრემიერ-მინისტრი და პრეზიდენტი - და იღუპება: ნუთუ ქართველები ისე ჩამორჩნენ აზერბაიჯანელებს, რომ ეშინიათ სააკაშვილის რეჟიმის რეინკარნაციისა და ამიტომ იძულებული არიან მუდამ ჰქონდეთ საპარლამენტო ბერკეტი დიქტატურის წინააღმდეგ?!
ინტერვიუ მოამზადა მაია ჯავახიშვილმა - სპეციალურად NEWS FRONT- ისთვის
2024 წლის 13 აგვისტო
საქართველო, თბილისი