სამართალი
საქართველო, 15 აგვისტო, საქინფორმი. ბოლნისში, მდინარე ხრამში დაკარგული არასრულწლოვნის ცხედარი იპოვეს.
ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების სამსახურში დაადასტურეს.
არსებული ინფორმაციით, 17 წლის ახალგაზრდა ორი დღის წინ დაიკარგა. ის ადიდებულ მდინარეში სხვა ახალგაზრდებთან ერთად შევიდა.