უცხოეთი
Reuters - ირანი თავდასხმას დაიწყებს თუ ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებები ჩავარდება ან თეირანი აღიქვამს, რომ ისრაელი მას აჭიანურებს

 საქართველო, 15 აგვისტო, საქინფორმი. მხოლოდ ღაზაში ცეცხლის შეწყვეტას შეუძლია ისრაელის მიმართ ირანის შურისძიების გადადება. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Reuters-ი სამ ირანელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათი განცხადებით, მხოლოდ ღაზას სექტორში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას შეუძლია ირანის პირდაპირი შურისძიების გადადება ისრაელის წინააღმდეგ, მათ ტერიტორიაზე "ჰამასის" ლიდერის, ისმაილ ჰანიეს მკვლელობისთვის.

ერთ-ერთი წყაროს განცხადებით, ირანი მის მოკავშირეებთან ერთად, როგორიცაა „ჰეზბოლა“, პირდაპირ თავდასხმას დაიწყებს თუ ღაზას სექტორში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებები ჩავარდება ან თეირანი აღიქვამს, რომ ისრაელი მოლაპარაკებებს აჭიანურებს.

interpressnews.ge