უცხოეთი
საქართველო, 13 აგვისტო, საქინფორმი. უკრაინის შეიარაღებული ძალები 28 დასახლებულ პუნქტს აკონტროლებენ, - ამის შესახებ კურსკის ოლქის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელმა, ალექსეი სმირნოვმა რუსეთის პრეზიდენტ, ვლადიმერ პუტინთან შეხვედრაზე განაცხადა.
„ზუსტად ამ ზონაში 28 დასახლებული პუნქტი მდებარეობს, ეს დაახლოებით 2 ათასი ადამიანია, რომელთა ბედი ჩვენთვის უცნობია“, - განაცხადა სმირნოვმა.
სმირნოვის თქმით, უკრაინელი სამხედროები 12 კილომეტრის სიღრმეში შევიდნენ და 40 კილომეტრის სიგანის ზოლი დაიკავეს.
interpressnews.ge