უცხოეთი
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო - კურსკიდან 76 000-ზე მეტი ადმიანია ევაკუირებული

 საქართველო, 12 აგვისტო, საქინფორმი. რუსეთის კურსკის ოლქიდან 76 000-ზე მეტი ადმიანია ევაკუირებული, - ინფორმაციას რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, ევაკუირებულების ნაწილი დროებითი განსახლების ცენტრებში გაგზავნეს, ნაწილი კი - ნათესავებთან.

რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროში განმარტავენ, რომ დროებითი განსახლების 60 ცენტრში 4,3 ათასზე მეტი ადამიანია განთავსებული. ევაკუაცია სარკინიგზო და საავტომობილო ტრანსპორტით ხორციელდება და მათ ანაწილებენ ვორონეჟის, კალუგას, ლიპეცკის, მოსკოვის, ორიოლის, ტვერისა და ტულას ოქლებში.

შეგახსენებთ, უკრაინის შეიარაღებული ძალები კურსკის ოლქში სამხედრო ოპერაციას 2024 წლის 6 აგვისტოდან აწარმოებენ. ბრძოლები მიმდინარეობს კორენევსკის და სუჯანსკის რაიონებში.

interpressnews.ge