უცხოეთი
ვოლოდიმირ ზელენსკი - უკრაინულმა არმიამ იცის, როგორ გაგვაოცოს

 საქართველო, 9 აგვისტო, საქინფორმი. უკრაინულმა არმიამ იცის, როგორ გაგვაოცოს და შედეგების მიღწევა შეუძლია. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

“ყველა ხედავს, რომ უკრაინულ არმიას გაოცება შეუძლია და შედეგების მიღწევა შეუძლია. ამას ბრძოლის ველი აჩვენებს, სადაც ჩვენმა მებრძოლებმა არა მხოლოდ გაძლეს ოკუპანტების უფრო დიდი ძალის წინააღმდეგ, არამედ მას ისე ანადგურებენ, როგორც ეს საჭიროა უკრაინის - ჩვენი სახელმწიფოსა და დამოუკიდებლობის - დაცვისთვის”, - განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ამ ომში უკრაინელები მუდმივად ახალ რაღაცებს სწავლობენ და დროის განმავლობაში უკრაინის პარტნიორებსაც გაუჩნდებათ შესაძლებლობა, გამოცდილება გადაიღონ.

“იარაღის ახალი სახეობები - და ახალი იარაღის გამოყენების შედეგებით შეგვიძლია ვიამაყოთ. მოკლე დროში ბევრი რამ გაკეთდა ისეთი, რისკენაც სხვა სახელმწიფოები მიდიან ან მიდოდნენ ათწლეულების განმავლობაში…

ჩვენი პარტნიორები დროის განმავლობაში უნდა სწავლობდნენ ჩვენგან თანამედროვე გადაწყვეტილებებსა და ეფექტიანობას, შედეგების მიღწევის უკრაინელების შესაძლებლობას”, - განაცხადა ზელენსკიმ.

interpressnews.ge