რელიგია
ილია მეორე: „ერთმანეთს სიყვარულში უნდა შევეჯიბროთ“

ilia_katolikosსაქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ მრევლს სიყვარულისკენ მოუწოდა. „დიდება უფალს და მადლობა თქვენ სიყვარულისთვის, მოთმინებისთვის, სულგრძელობისთვის. საქართველო აუცილებლად გაიმარჯვებს, აუცილებლად გაბრწყინდება. ჩვენ ისღა დაგვრჩენია, რომ შევეჯიბროთ ერთმანეთს, თქვენ უფრო გიყვარვართ, თუ მე უფრო მიყვარხართ. ერთმანეთს სიყვარულში უნდა შევეჯიბროთ“, – მიმართა მრევლს უწმინდესმა ელია წინასწარმეტყველის ხსენების დღესთან დაკავშირებით სამების საკათედრო ტაძარში სადღესასწაულო წირვა-ლოცვის აღვლენისას.

ამასთან, დღესვე პატრიარქი მთაწმინდაზე აბრძანდება, სადაც წმიდა ილია მართლის საფლავზე პარაკლისს გადაიხდის, 19:00 სთ-ზე კი ლოცვა ელიას მთაზე აღევლინება, სადაც სამონატრო კომპლექსი შენდება.

 

საქინფორმი