სამართალი
შალვა პაპუაშვილი: სალომე ზურაბიშვილმა სადაც ნიკა გვარამია შეიწყალა, სააკაშვილის შეწყალება რატომ გაუჭირდება?

 საქართველო, 7 აგვისტო, საქინფორმი. მიხეილ სააკაშვილის წყალობა იყო, რომ სალომე ზურაბიშვილი დარჩა თანამდებობაზე, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ დაიტოვა ის, რომ, როდესაც საჭიროდ ჩათვლიან და მოამწიფებენ მდგომარეობას, სალომე ზურაბიშვილმა შეწყალების აქტი გამოსცეს, გასაკვირი რა არის? – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, სადაც სალომე ზურაბიშვილმა ნიკა გვარამია შეიწყალა, სააკაშვილის შეწყალებაც არ გაუჭირდება.

შეგახსენებთ, იყო პირდაპირი ზეწოლა და ჩარევა, მათ შორის, ევროპელი პოლიტიკოსებისა, ევროკავშირის სხვადასხვა ბიუროკრატის, ვინც პირდაპირ, უხეშად ერეოდა მართლმსაჯულებაში იმით, რომ უბიძგებდა ქალბატონ სალომეს, შეეწყალებინა გვარამია. გვახსოვს შეწყალების შემდეგ ის აღტაცებული განცხადებები, რომლებიც მოდიოდა ევროკავშირის სხვადასხვა თანამდებობის პირებისგან, რომ ეს არის დეპოლარიზაციისკენ გადადგმული ნაბიჯი. ვინმემ შეატყო, რომ დეპოლარიზაცია მოხდა? პირიქით, ვხედავთ უფრო აგრესიულ ოპოზიციას, რომელიც გადასულია ტერორზე პოლიტიკური თანამდებობის პირების მიმართ. აქაც გამოჩნდა, რომ როგორც კი ხდება უცხოური ჩარევა ქართულ მართლმსაჯულებასა და პოლიტიკაში, ეს მხოლოდ აზიანებს ქართულ დემოკრატიას და ქართველ ხალხს.

ვწუხვარ, რომ ასეთ შემთხვევებში ევროკავშირის სხვადასხვა წარმომადგენელი იყო ჩარეული. გახსოვთ, ევროპარლამენტარებმა ისიც კი განაცხადეს, რომ ქართველ ხალხზე ადრე იცოდნენ, რომ გვარამიას იწყალებდა ზურაბიშვილი, რაც სამარცხვინო ფაქტია, რომ პრეზიდენტის პოზიციაზე მყოფი ადამიანი უცხოელებს უთანხმებს თავის გადაწყვეტილებებს ისე, რომ ქართველმა ხალხმა არაფერი იცის, პოსტ ფაქტუმ იგებს ამის შესახებ“, – განაცხადა პაპუაშვილმა.