რელიგია
მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქმა კირილმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსს, ცხუმ-აფხაზეთისა და ბიჭვინთის მიტროპოლიტს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორეს ილიაობა მიულოცა.
შეგახსენებთ, რომ დღეს წმიდა ელია წინასწარმეტყველის ხსენების დღეა. ამ დღესასწაულთან დაკავშირებით პატრიარქმა სამების საპატრიარქო ტაძარში სადღესასწაულო წირვა აღავლინა. გარდა ამისა, ეკლესიამ 2 აგვისტო ილია მართლის (ჭავჭავაძის) ხსენების დღედაც დააწესა.
საქინფორმი