რედაქტორისგან
არნო ხიდირბეგიშვილი: ემანუელა და სალომეა

   სანამ ემანუელ მაკრონი საფრანგეთის პრეზიდენტი გახდებოდა, საქართველოში სახელი „ემანუელმხოლოდ 1974 წელს რეჟისორ ჟიუსტ ჟაკენის მიერ ემანუელ არსანის ამავე სახელწოდების ბესტსელერის მიხედვით გადაღებული ეროტიკული ბლოკბასტერის მთავარ გმირთან იგივდებოდა. ფილმი საფრანგეთის პრეზიდენტმა ჟორჟ პომპიდუმ აკრძალა, საბჭოთა საქართველოში კი მას მალულად უყურებდნენ რამდენიმე საათით დაქირავებული VHS-კასეტიანი ვიდეომაგნიტოფონით. კინოლენტი +18 ეკრანებზე დააბრუნა პომპიდუს მემკვიდრემ - საფრანგეთის პრეზიდენტმა ვალერი ჟისკარ დ'ესტენმა, რადგან ემანუელის როლის შემსრულებელი - სექსუალური სილვია კრისტელი - მისი საყვარელი იყო.

   სანამ საფრანგეთის მოქალაქე სალომეა ზურაბიშვილი (ქართ. სალომე) ჯერ - საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი და შემდგომ - პრეზიდენტი გახდებოდა, სახელი „სალომე“ განათლებულ ქართველ საზოგადოებაში ასოცირდებოდა ახალი აღთქმის პერსონაჟთან, რომელიც ცოლად გაჰყვა ჯერ თავის ბიძას, შემდეგ კი ბიძაშვილს, მაგრამ სახელი გაითქვა ეროტიკული ცეკვით, რომლითაც აცდუნა თავისი მამინაცვალი ჰეროდე ანტიპა იოანე ნათლისმცემლისთვის თავის მოკვეთის სანაცვლოდ. წინასწარმეტყველის თავი სალომეას ლანგრით მიართვეს, მაგრამ მან განაგრძო სალომეას დედის - ჰეროდიას მხილება, რომელსაც სექსუალური კავშირი ჰქონდა თავისი ქმრის ძმასთან - სალომეას ღვიძლ მამასთან.

   ის, რომ დღეს საფრანგეთის პრეზიდენტი ასოცირდება სიყვარულის ქურუმთან, საქართველოს პრეზიდენტი კი გარყვნილ იუდეველ მეფის ასულთან, არა მხოლოდ მათი სახელების ბრალია. თუმცა, ემანუელის და სალომეს პირადი ცხოვრებისა და პოლიტიკური საქმიანობის სკანდალური ფაქტები გვაფიქრებინებს, რომ დაბადებისას დარქმეულმა სახელებმა გავლენა მოახდინა მათი პიროვნებების ჩამოყალიბებაზე თავისუფალი ზნეობით განთქმულ პარიზულ ატმოსფეროში. ჩვენ კი შოკში ჩაგვაგდო ზურაბიშვილის გულახდილობამ, რომელმაც პრეზიდენტად გახდომისთანავე, ტელინტერვიუში ღია ტექსტით მოგვანიშნა, რომ ახალგაზრდობაში, სტაჟიორობისას, თვითმფრინავში სექსი ჰქონდა საფრანგეთის პრეზიდენტ ჟაკ შირაკთან (როგორც ემანუელს ფილმის ცნობილ ეპიზოდში!). ხოლო ჰომოსექსუალური თავნებობის განდიდება ბინძურ სენაზე მცურავ სცენაზე, რომელიც პარიზში ოლიმპიური თამაშების სიმბოლოდ იქცა და შეურაცჰხყო მთელი მსოფლიოს ქრისტიანები (როგორც 2015 წელს პარიზულმა ჟურნალმა „შარლი ებდო“-მ შეურაცხყო მუსლიმები), წარმოაჩენს ემანუელ მაკრონის მანკიერ ბუნებას. სალომეა ზურაბიშვილის მიზანია ასეთივე ლგბტ-ორგიის ჩატარება თბილისში, მტკვარზე, 100 ათასი წმინდა დიდმოწამის სახელობის ხიდთან, რომლებსაც, იოანე ნათლისმცემლის მსგავსად, თავები ურყევი რწმენისა და სიმართლის გამო მოჰკვეთეს.

   პოლიტიკური პროსტიტუცია არის 46 წლის ემანუელის და მისი 72 წლის მეგობარი ქალის, სალომე მეთოდი, რომლითაც ისინი ურცხვად ცდილობენ სამხრეთ კავკასიის დაპყრობას. რუსეთთან სომხეთის წაკიდების შემდეგ მაკრონმა დაიწყო მისთვის იარაღის მიწოდება, რათა ხელახლა გაღვივებულიყო დასრულებული მრავალწლიანი კონფლიქტი ყარაბაღში და წაექეზებინა პრეზიდენტი ილჰამ ალიევი, გადაეხედა აზერბაიჯანის ურთიერთობები რუსეთთან ევროკავშირის სასარგებლოდ. მაკრონის აგენტს საქართველოში, სალომე ზურაბიშვილს, საქართველოსა და რუსეთს შორის ომის პროვოცირება დაევალა. ამ მიზნით, იგი აერთიანებს რადიკალურ ოპოზიციას და აღვივებს დაპირისპირებას ქვეყნის მრავალეროვან მოსახლეობაში, რათა რევოლუციური გზით მოიყვანოს ხელისუფლებაში კოალიციური მთავრობა - ისევე როგორც მისი პრეზიდენტობის გარიჟრაჟზე ცდილობდა ქართულ-აზერბაიჯანული კონფლიქტის გაღვივებას პრეზიდენტი სააკაშვილის მიერ გაყიდული მე-6 საუკუნის დავით-გარეჯის ლავრის თემით სპეკულირებით. მაკრონთან კონსულტაციებისთვის პარიზში არასანქცირებული არაოფიციალური სტუმრობის დროს ზურაბიშვილი, არსებული ინფორმაციით, ცდილობდა თავისი ფიგურით მოეზიდა საფრანგეთში გავლენიანი მრავალრიცხოვანი სომხური დიასპორა - დაახლოებით ისე, როგორც 10 წლის წინ, როცა საგარეო საქმეთა მინისტრობისას თავის სამსახურს სთავაზობდა მინისტრ ლავროვს. მართლაც რომ პოლიტიკური პროსტიტუციის უმაღლესი პილოტაჟი პარიზული აქცენტით!

   პრეზიდენტების მაკრონისა და ზურაბიშვილის უდავო „დამსახურებაა“ საფრანგეთიდან აზერბაიჯანის ელჩისა და საქართველოდან უკრაინის ელჩის გაწვევა! აღსანიშნავია მათი მეგობრობა უკრაინის ვადაგასული პრეზიდენტ ზელენსკისთან, რომელთანაც სომხეთის პრემიერ-მინისტრ ფაშინიანს "ოჯახებით მეგობრობა" აკავშირებს. ზურაბიშვილმა უღალატა ბიძინა ივანიშვილს, რომელმაც მილიონობით დოლარი დახარჯა, რომ იგი ექვსი წლით პრეზიდენტად დაენიშნა (და ისიც - მხოლოდ მეორე ტურის შემდგომ, იმდენად სძულს იგი ქართველ ხალხს, თუმცა ეს სიძულვილი ორმხრივია). ზურაბიშვილმა შეურაცხჰყო საქართველოს კონსტიტუცია - არაერთხელ გაემგზავრა დასავლურ „პაეზდკებში“ სახელმწიფო ფულით მთავრობის ნებართვის გარეშე, საქართველოს წინააღმდეგ კოლექტიური შეთქმულების მოსაწყობად.

და უცხოეთის აგენტისა და რეზიდენტი ზურაბიშვილის ძირგამომთხრელი ანტისახელმწიფოებრივი მოქმედების უახლესი მაგალითი, რომელსაც მაკრონი არჩევნებში მხარდაჭერას დაჰპირდა. მოგეხსენებათ, სალომეას კვლავაც სურს პრეზიდენტობა და ამ მიზნით ოპოზიციას მისი კანდიდატურის მხარდაჭერის სანაცვლოდ ქართული დიასპორის მილიონ ხმას დაჰპირდა. ემიგრანტების ხმებზე ნადირობისას ზურაბიშვილმა უკვე ისრაელამდე მიაღწია! არსებული ინფორმაციით, ზურაბიშვილმა, საომარ მდგომარეობაში მყოფი ისრაელების გრძნობებზე ვერაგული თამაშით, დაიწყო ქართველი ემიგრანტების, კერძოდ კი ქართველი ებრაელების დარწმუნება, რომლებიც ტრადიციულად მხარს უჭერდნენ საქართველოს ოფიციალურ ხელისუფლებას, დაუპირისპირდნენ საქართველოს ამჟამინდელ მთავრობას და მმართველ პარტიაქართულ ოცნება“, მის ლიდერ ბიძინა ივანიშვილს, რადგან ისინი თითქოსდა პრორუსულები არიან, ემსახურებიან პუტინს, რომელიც მხარს უჭერს პალესტინელებს და მეგობრობს ირანთან, სირიასთან, თურქეთთან, ჰამასის, თალიბებისა და ჰეზბოლას ტერორისტებთან. ზურაბიშვილის პროპაგანდისტები ავრცელებენ ისრაელში სხვადასხვა ფეიქს და ქმნიან საზოგადოებრივ აზრს, რომ მათი მეორე სამშობლო - საქართველო - ისრაელის ხალხის მტრების მხარეს დადგა, რითაც ქართველი ემიგრანტების გულებში დაბნეულობა და ტკივილი დათეს. პრემიერმა კობახიძემ მოუხშირა ირანში სტუმრობას, პრეზიდენტ ფეზეშკიანის ინაუგურაციაზე ჰამასის, ჰეზბოლას და თალიბების ლიდერების გვერდით იდგა შეძახილების ფონზე:სიკვდილი აშშ-!“, „სიკვდილი ისრაელს!“ - ამგვარ მესიჯებს ავრცელებს ისრაელში ქართული რადიკალური ოპოზიცია თავიანთი სანათესაოსა და საახლობლოს, დიპლომატების და არასამთავრობო ორგანიზაციების, სააკაშვილისთვის სულმიყიდული ესტრადის მომღერლების მეშვეობით, რომლებიც გასტროლებით ხშირად სტუმრობენ ისრაელს და რომელთა უმეტესობას ებრაული ფესვები აქვს.

   რაც შეეხება არაშორსმჭვრეტელ ამერიკელ პოლიტიკოსებს, რომლებმაც დღეს სანქცია გასცეს პრეზიდენტების მაკრონისა და ზურაბიშვილის ქმედებებზე, ისინი იმეორებენ იმავე შეცდომას, როდესაც მხარს უჭერდნენ პრეზიდენტ სააკაშვილს და "დემოკრატიის შუქურას" უწოდებდნენ, სანამ მრავალცოლიანი ახვარის, ხურუშიანი მიშკას ბრძანებით გადაღებული გაუკუღმართებული სექსძალადობის სადისტური კადრები არ გავრცელდა! ბედი სააკაშვილს სასტიკად ეხუმრა, მისთვის ხომ სექსის არქონა ციხეზე უარესი წამებაა, ამიტომ თუ ზურაბიშვილმა შეიწყალა, შესაძლოა, ხელი და სექსი შესთავაზოს! კოლექტიურ დასავლეთს არც დაესიზმრება იმაზე უკეთესი ვარიანტი, ვიდრე პრეზიდენტი - ზურაბიშვილი და პრემიერი - სააკაშვილი!

არნო ხიდირბეგიშვილი,
„საქინფორმი“-ს გენერალური დირექტორი და მთავარი რედაქტორი,
უშიშროების, სტრატეგიული ანალიზისა და საინფორმაციო პოლიტიკის ცენტრის დირექტორი

2024 წლის 2 აგვისტო
საქართველო, თბილისი