პოლიტიკა
არნო ხიდირბეგიშვილი: ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობა ქართულ-რუსულ ურთიერთობებს არ უკავშირდება

  29 ივლისს ზუსტად ერთი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც საქართველო და ჩინეთი სტრატეგიული პარტნიორები გახდნენ. ეს მართლაც ისტორიული ფაქტი, ასევე - საქართველოსა და ჩინეთს შორის უვიზო რეჟიმის დამყარება ა.წ. აპრილიდან, მაქსიმალურად გამოიყენეს დასავლურმა პროპაგანდამ და ქართული რადიკალური ოპოზიციის მედიასაშუალებებმა (დასავლეთის აგენტებმა) რუსოფობიური ნარატივის შესაქმნელად - ჩინეთი რუსეთის სტრატეგიული მოკავშირე, საქართველო ჩინეთის სტრატეგიული პარტნიორია, რუსეთი ქართული მიწების ოკუპანტია, მაშასადამე საქართველოს ხელისუფლება არის პრორუსული, მოღალატე, რადგან ჩემი მეგობრის მეგობარი ჩემი მეგობარია. და მიუხედავად საქინფორმში გამოქვეყნებული პუბლიკაციებისა, პრესკონფერენციის და ტელეგამოსვლების, სადაც ვსაუბრობ ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობის ეკონომიკურ, პოლიტიკურ და სხვა სარგებელზე, რომელიც ჯეკპოტივით დაეცა საქართველოს, ობივატელს მაინც აქვს კითხვები - ეს ყველაფერი ხომ ძალზე მოულოდნელად მოხდა. „ასეთ კრიტიკულ წინასაარჩევნო პერიოდ, როცა დასავლეთის მაქსიმალური მხარდაჭერის მოპოვებაა საჭირო რადიკალური ოპოზიციის დასამარცხებლად, რისთვის სჭირდება საქართველოს ხელისუფლება ან - „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ რუსულ კანონმიღება, ხანაც - სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმებ გაფორმება რუსეთის ისტორიულ მოკავშირესჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან? რატომ უქმნის საკუთარ თავს ზედმეტ პრობლემებს ბიძინა ივანიშვილის ქართული ოცნება, რომელიც ისედაც პრორუსულად შერაცხეს?.

   მოვიყვან რამდენიმე არგუმენტს იმის დასაბუთებლად, რომ საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორობას ჩინეთთან საერთო არაფერი აქვს ქართულ-რუსულ ურთიერთობებთან (იმ იმედით, რომ ხელისუფლების რუპორებიამ არგუმენტებს საკუთარი სახელით გაახმოვანებენ მცირე პაუზის შემდეგ, როგორც ამას ხშირად აკეთებენ). მაშ, ასე:

  1. Русский с китайцем - братья вовек - ამ სიტყვებით იწყება კომპოზიტორი ვანო მურადელის ლეგენდარული სიმღერა "მოსკოვი-პეკინი" მიხაილ ვერშინინის ტექსტით, მაგრამ თუ სტალინისა და მაოს დროს სსრკ „უფროს ძმა იყო ჩინეთისთვის, დღეს, ჩინეთის კომუნისტური პარტიის ურყევი პოზიციების წყალობით, რუსეთი ჩინეთის „უმცროს ძმად ითვლება.
  2. ჩინეთის ეკონომიკა ნომინალური მთლიანი შიდა პროდუქტის მიხედვით მსოფლიოში მეორეა - ის მხოლოდ 10 ტრილიონი დოლარით ჩამორჩება ამერიკულს (რუსეთი შარშან ამ სიაში მხოლოდ მე-11 ადგილზეა), ხოლო მსყიდველობითი უნარიანობის პარიტეტით მსოფლიოში პირველ ადგილზეა, ამიტომ შეერთებული შტატები თავის ნომერ 1 მეტოქეთ მიიჩნევს ჩინეთს და არა რუსეთს.

   ზემონათქვამი ნიშნავს, რომ საქართველოსა (მთლიანი შიდა პროდუქტის მიხედვით 107- ადგილზე) და ჩინეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმება არ შეიძლებოდა ყოფილიყო მხოლოდ საქართველოს სურვილი. გადაწყვეტილება პეკინში მიიღეს, ეს იყო ჩინეთის მხარის ინიციატივა, რომელიც ეფუძნებოდ საქართველოს ადგილმდებარეობას სტრატეგიული ტრანსნაციონალური მაგისტრალების მარშრუტებზე (E-60, ჩრდილოეთ-სამხრეთი, „ერთი სარტყელი - ერთი გზადა ..) და ჩინეთის მონაწილეობა ამ მაგისტრალებისქართულმონაკვეთების მშენაბლობაში. ხოლო თუ მილიარდერ ბიძინა ივანიშვილი მოისურვებდა საქართველოს ურთიერთობების აღდგენას მეზობელ რუსეთთან, მაშინ ამის გაკეთება საჭირო ღა იქნებოდა ჩინეთის გავლით“ - 6000 კილომეტრის დაშორებით. გავაგრძელოთ:

  1. ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა მსოფლიოში უდიდესი ექსპორტიორია, გააქვს იმავე რაოდენობის საქონელი, რამდენიც მე-2 და მე-3 ადგილზე მყოფ შეერთებულსა შტატებსა და გერმანიას ერთად. ჩინეთის მთავარი სავაჭრო პარტნიორია შეერთებული შტატები და არა რუსეთი, რომელიც ასევე ჩამორჩება ASEAN-ის ქვეყნებს, იაპონიას, კორეას, ტაივანს, გერმანიას და ავსტრალიას. ამით აიხსნება, რომ
  2. ჩინეთის ბანკები, მეორადი სანქციების შიშით, მკაცრად იცავენ აშშ-სა და ევროკავშირის სანქციებს, რომლებიც კრძალავ ნებისმიერი ტრანზაქციას რუსული ბანკებიდან. უმსხვილესი ჩინური ბანკები, მათ შორის - Industrial and Commercial Bank of China, China Construction Bank და Bank of China, აბრუნებენ გზავნილებს რუსეთში არა მხოლოდ დოლარში, არამედ იუანშიც კი, რადგან ის "რუსეთთან დაკავშირებული ბინძური" ფულია.

   ზემოჩამოთვლილი ნიშნავს, რომ საქართველოსა და ჩინეთს შორის სტრატეგიული თანამშრომლობა, რომელშიც მთავარი შემადგენელ ეკონომიკაა და არა პოლიტიკა (ყურადღება! ჩინეთი აღიარებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას) ნიშნავს ინტეგრაციას არა რუსეთთან, არამედ დასავლეთთან - დასავლურ ეკონომიკასთან. ამიტომ, „ქართული ოცნებისთვის“ ცრუ ბრალდებების წაყენება უმაქნისია, მას საკუთარი პრობლემებიც თავზე საყრელად აქვს...

არნო ხიდირბეგიშვილი,
„საქინფორმი“-ს გენერალური დირექტორი და მთავარი რედაქტორი,
უშიშროების, სტრატეგიული ანალიზისა და საინფორმაციო პოლიტიკის ცენტრის დირექტორი

2024 წლის 29 ივლისი
საქართველო, თბილისი