29 ივლისს ზუსტად ერთი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც საქართველო და ჩინეთი სტრატეგიული პარტნიორები გახდნენ. ეს მართლაც ისტორიული ფაქტი, ასევე - საქართველოსა და ჩინეთს შორის უვიზო რეჟიმის დამყარება ა.წ. აპრილიდან, მაქსიმალურად გამოიყენეს დასავლურმა პროპაგანდამ და ქართული რადიკალური ოპოზიციის მედიასაშუალებებმა (დასავლეთის აგენტებმა) რუსოფობიური ნარატივის შესაქმნელად - „ჩინეთი რუსეთის სტრატეგიული მოკავშირეა, საქართველო ჩინეთის სტრატეგიული პარტნიორია, რუსეთი ქართული მიწების ოკუპანტია, მაშასადამე საქართველოს ხელისუფლება არის პრორუსული, მოღალატე, რადგან ჩემი მეგობრის მეგობარი ჩემი მეგობარია“. და მიუხედავად საქინფორმში გამოქვეყნებული პუბლიკაციებისა, პრესკონფერენციის და ტელეგამოსვლების, სადაც ვსაუბრობ ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობის ეკონომიკურ, პოლიტიკურ და სხვა სარგებელზე, რომელიც ჯეკპოტივით დაეცა საქართველოს, ობივატელს მაინც აქვს კითხვები - ეს ყველაფერი ხომ ძალზე მოულოდნელად მოხდა. „ასეთ კრიტიკულ წინასაარჩევნო პერიოდში, როცა დასავლეთის მაქსიმალური მხარდაჭერის მოპოვებაა საჭირო რადიკალური ოპოზიციის დასამარცხებლად, რისთვის სჭირდება საქართველოს ხელისუფლებას ხან - „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ „რუსული კანონის“ მიღება, ხანაც - სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმების გაფორმება რუსეთის ისტორიულ მოკავშირეს – ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან? რატომ უქმნის საკუთარ თავს ზედმეტ პრობლემებს ბიძინა ივანიშვილის „ქართული ოცნება“, რომელიც ისედაც პრორუსულად შერაცხეს?“.
მოვიყვან რამდენიმე არგუმენტს იმის დასაბუთებლად, რომ საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორობას ჩინეთთან საერთო არაფერი აქვს ქართულ-რუსულ ურთიერთობებთან (იმ იმედით, რომ ხელისუფლების „რუპორები“ ამ არგუმენტებს საკუთარი სახელით გაახმოვანებენ მცირე პაუზის შემდეგ, როგორც ამას ხშირად აკეთებენ). მაშ, ასე:
ზემონათქვამი ნიშნავს, რომ საქართველოსა (მთლიანი შიდა პროდუქტის მიხედვით 107-ე ადგილზეა) და ჩინეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმება არ შეიძლებოდა ყოფილიყო მხოლოდ საქართველოს სურვილი. გადაწყვეტილება პეკინში მიიღეს, ეს იყო ჩინეთის მხარის ინიციატივა, რომელიც ეფუძნებოდა საქართველოს ადგილმდებარეობას სტრატეგიული ტრანსნაციონალური მაგისტრალების მარშრუტებზე (E-60, „ჩრდილოეთ-სამხრეთი“, „ერთი სარტყელი - ერთი გზა“ და ა.შ.) და ჩინეთის მონაწილეობა ამ მაგისტრალების „ქართული“ მონაკვეთების მშენაბლობაში. ხოლო თუ მილიარდერი ბიძინა ივანიშვილი მოისურვებდა საქართველოს ურთიერთობების აღდგენას მეზობელ რუსეთთან, მაშინ ამის გაკეთება საჭირო აღარ იქნებოდა „ჩინეთის გავლით“ - 6000 კილომეტრის დაშორებით. გავაგრძელოთ:
ზემოჩამოთვლილი ნიშნავს, რომ საქართველოსა და ჩინეთს შორის სტრატეგიული თანამშრომლობა, რომელშიც მთავარი შემადგენელი ეკონომიკაა და არა პოლიტიკა (ყურადღება! ჩინეთი აღიარებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას) ნიშნავს ინტეგრაციას არა რუსეთთან, არამედ დასავლეთთან - დასავლურ ეკონომიკასთან. ამიტომ, „ქართული ოცნებისთვის“ ცრუ ბრალდებების წაყენება უმაქნისია, მას საკუთარი პრობლემებიც თავზე საყრელად აქვს...
არნო ხიდირბეგიშვილი,
„საქინფორმი“-ს გენერალური დირექტორი და მთავარი რედაქტორი,
უშიშროების, სტრატეგიული ანალიზისა და საინფორმაციო პოლიტიკის ცენტრის დირექტორი
2024 წლის 29 ივლისი
საქართველო, თბილისი