პოლიტიკა
სად უნდა განთავსდნენ საოლქო საარჩევნო კომისიები?

saarchevno_ubaniსაოლქო საარჩევნო კომისიების განთავსებაზე შეზღუდვები წესდება.

საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებზე მომუშავე სარედაქციო ჯგუფმა უკვე შეიმუშავა წინადადება, რომლის თანახმად, საოლქო საარჩევნო კომისიის განთავსება იმავე შენობაში, სადაც სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები – საკრებულო, გამგეობა ან მერიაა განთავსებული, იკრძალება.

მხარეები, ასევე, შეთანხმდნენ იმაზე, რომ არჩევნების დღეს საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიებში კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლების დაფინანსება სახელმწიფო ბიუჯეტიდან ცესკოსთვის გამოყოფილი ასიგნებების ხარჯზე განხორციელდება.

თითო წარმომადგენელზე საუბნო საარჩევნო კომისიაში 50 ლარი გაიცემა, ხოლო საოლქო საარჩევნო კომისიაში –100 ლარი.

ეს თანხა საარჩევნო სუბიექტს საარჩევნო კამპანიის ფონდის ანგარიშზე კენჭისყრამდე არაუგვიანეს 5 დღისა ჩაერიცხება.

 

საქინფორმი