პოლიტიკა
არნო ხიდირბეგიშვილი: ტრამპმა აღიარა, რომ ფაშისტური გერმანია რუსეთმა დაამარცხა!

   აშშ- პრეზიდენტობის კანდიდატმა დონალდ ტრამპმა მოუწოდა უკრაინის რეზიდენტ ვლადიმერ ზელენსკის, შეწყვიტოს ომი რუსეთთან, რადგან "რუსეთი არის ომის მანქანა, რომელმაც დაამარცხა ჰიტლერი და ნაპოლეონი ". ამით შეერთებული შტატების 45-ე პრეზიდენტმა უარყო ამერიკისა და ევროპის თანამედროვე პოლიტიკური ხელმძღვანელების ბილწი ტყუილი, რომლებიც აცხადებენ, რომ 45-თ წელს ფაშისტური გერმანია დაამარცხეს ანტიჰიტლერული კოალიციის დასავლელმა მოკავშირეებმა. რუსეთი არც კი მიიწვია ნორმანდიაში მოკავშირეთა დესანტის 80 წლის იუბილის აღნიშვნაზე!

   აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატმა კამალა ჰარისმა ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს მოუწოდა, რაც შეიძლება მალე შეწყვიტოს ომი ჰამასთან და არ შეუშალოს ხელი პალესტინის სახელმწიფოს ჩამოყალიბებას. მან დასძინა, რომ ღაზას სექტორში ჰუმანიტარული კატასტროფის შესახებ დუმილს არ აპირებს.

   აშშ-ის პრეზიდენტობის ორი რეალური კანდიდატის მშვიდობისკენ ორი მოწოდება შემთხვევითი როდია, თუ ამას დავუმატებთ ორ სატელეფონო საუბარს - უსეთის თავდაცვის მინისტრ ანდრეი ბელუსოვსა და მერიკის თავდაცვის ინისტრ ლოიდ ოსტინს შორის. მეორე საუბრისას რუსეთის თავდაცვის მინისტრმა ამერიკელ კოლეგას აცნობა უკრაინის მიერ რუსეთის წინააღმდეგ საიდუმლო ოპერაციის მზადების შესახებ და პენტაგონმა აღკვეთა იგი.

   ზემონათქვამი ნიშნავს, რომ ლიბერალ-გლობალისტების პროექტი - ტრადიციული ღირებულებების წინააღმდეგ ბრძოლა დაეკავშირებინათ რუსეთის წინააღმდეგ ომთან, რათა ერთი ხელის მოსმით ბოლო მოეღოთ ღირებულებებ და რუსეთთვისაც - ჩავარდა. მსოფლიო პოლიტიკაში ტრენდმა ცვლილება დაიწყო რუსეთის ფედერაციის და BRICS-ში, SCO-სა და ASEAN-ის მისი პარტნიორების სასარგებლოდ. აშშ-ი მმართველი გუნდის შეცვლა, თუ კიდევაც კამალა ჰარისი 5 ნოემბერს პრეზიდენტად აირჩიონ, გამოიწვევს დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის, გერმანიისა და ევროკავშირის სხვა ქვეყნების, ასევე უკრაინისა და მოლდოვას პოლიტიკური ხელმძღვანელობის შეცვლასაც. საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლების პოლიტიკა - ევროპა და ნატო, მაგრამ არა ტრადიციული ქართული ღირებულებების ხარჯზე- აღმოჩნდება დღეს მსოფლიო პოლიტიკაში ჩასახული ახალი ტრენდის - მრავალპოლარული სამყარო ესაა თანამშრომლობის და არა დაპირისპირების გზა“, თუკი, რა თქმა უნდა, საქართველოს ხელისუფლება 5 ნოემბრამდე გაძლებს და 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების მეორე დღეს საქართველოში სახელმწიფო გადატრიალება „მაიდანი 2.0“ არ მოხდება.

   მიზეზი მარტივია და ის ტრამპს ესმის, მაგრამ ბევრ ჩვენს თანამემამულეს - არა, კერძოდ: ლიბერალ-გლობალისტებმა განიზრახეს არატრადიციული ღირებულებების და რუსეთის, როგორც ეროვნული იდეის, როგორც ტრადიციული ღირებულებებისა და მართლმადიდებლობის საყრდენის, განადგურების მიზნით გაეჩაღებინათ ომი უკრაინაში. რთულ დროს რუსი ხალხიამრებს მჭიდროდ იჭერსდა რწმენისა და მამულის დაცვის მიზნით სამშობლოს აქცევსსამხედრო მანქანად“, როგორც მართებულად აღნიშნა ტრამპმა. ”ყველაფერი ფრონტისთვის, ყველაფერი გამარჯვებისთვის!” - ეს იყო ლოზუნგი დიდი სამამულო ომის დროს, აბსოლუტურად არაფერი შეცვლილა დღესაც.

მაგრამ ამერიკა არ არის რუსეთი, ამერიკაში ფულის თვლას სჩვევიათ. ლიბერალ- გლობალისტებმა თავიანთ იდეა-ფიქსზე 150 მილიარდ დოლარამდე დახარჯეს (მარტო უკრაინის შეიარაღებული ძალების დასახმარებლად სპეციალური სამხედრო ოპერაციის ორ წელიწად-ნახევრის განმავლობაში), რითაც გადახარჯეს პროექტის ბიუჯეტი, მაგრამ შედეგს ვერ მიაღწიეს. ამიტომ აშშ-სა და ევროპაში ხელისუფლებაში მოვლენ ანტიგლობალისტები, რომლებიც გააუმჯობესებენ ეროვნულ ეკონომიკაში არსებულ მდგომარეობას. დასავლეთი დღეს უკრაინას ზურგს აქცევს იმიტომაც, რომ აბოლოოს გათავხედებულმა კიევის ხელისუფლებამ, გარდა იმისა, რომ ვლავაც იხვეწება მისთვის ახალი ტრანშებისა და იარაღის მიწოდებას, უკვე დაიწყო ვაჭრობა აღებული კრედიტების გადაუხდელობაზე!

   დიახ, სპეციალური სამხედრო ოპერაცია რუსეთსაც ძვირი დაუჯდა, ვერაფერი დააბრუნებს ადამიანთა სიცოცხლეს, ძნელია ღალატის გადატანა... მაგრამ სპეცოპერაციამ რუსეთი გაწმინდა ჭაობის წურბელებისგან“, რომლებიც მას მოეკიდნენ 2011-2013 წლებში ბოლოტნაიას მოედანზე.

არნო ხიდირბეგიშვილი,
საქინფორმის გენერალური დირექტორი და მთავარი რედაქტორი,
უშიშროების, სტრატეგიული ანალიზისა და საინფორმაციო პოლიტიკის ცენტრის დირექტორი

2024 წლის 28 ივლისი
საქართველო, თბილისი