პუბლიკაციები
არნო ხიდირბეგიშვილი - ინტუიციაზე და იმპოტენციაზე

   კორესპონდენტი: „ბატონო არნო, თქვენ ჯერ კიდევ 15 მაისს აფრთხილებდით, რომ პრემიერ-მინისტრი ფიცოს შემდეგ მორიგი ტერაქტის სამიზნე ივანიშვილი გახდებოდა, გუშინ კი საქართველოს სახელმწიფო უშიშროებამ დაადასტურა, რომ ბიძინა ივანიშვილზე თავდასხმა მზადებოდა. თქვენ დიდი ხანია, სპეცოპერაციის დაწყებიდან უკრაინაში, რომელმაც მისი ელჩი საქართველოდან გაიწვია, არაერთხელ აფრთხილებდით, რომ მზადდებოდა სამხედრო სახელმწიფო გადატრიალება ქართველი სამხედრო დაქირავებულების ძალებით, კერძოდ მამულაშვილის „ქართული ლეგიონის“ მიერ, ასევე სააკაშვილის რეჟიმის ყოფილი ძალოვანების მიერ, რომელთაგან ზოგიერთი თანამდებობზე იმყოფება კიევში. ასახელებდით მათ სახელებსა და გვარებს და სავარაუდო სცენარიც კი აწვრილებით გვიამბეთ... წარმოუდგენელია, მაგრამ გუშინ, 24 ივლისს, ეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემაც დაადასტურა! როგორ ახერხებთ ასეთი პროგნოზების გაკეთებას, ბატონო არნო? ისინი ყოველთვის დასტურდება! ეს ექსკლუზიური ინფორმაციაა თუ ინტუიცია?

არნო ხიდირბეგიშვილი: მთავარია, რომ არა - იმპოტენცია, როგორც უკლებლივ ყველა ქართველ პროქტოპოლიტოლოგს სჭირს!

კორესპონდენტი: რატომ „პროქტო“?

არნო ხიდირბეგიშვილი: იმიტომ, რომ პროქტოპოლიტოლოგები, ჩვეულებრივი პროქტოლოგების მსგავსად, უკანალიდან მუშაობენ - მოვლენების განმარტავენ პოსტფაქტუმ, უკანთარიღით!

2024 წლის 25 ივლისი
საქართველო, თბილისი