პოლიტიკა
უილიამ კიტინგი საქართველოს მთავრობას: თქვენი ქმედებები პასუხის გარეშე არ დარჩება

 საქართველო, 25 ივლისი, საქინფორმი. საქართველოს მთავრობის ქმედებები პასუხის გარეშე არ დარჩება, - ამის შესახებ კონგრესმენმა უილიამ კიტინგმა (დემოკრატიული პარტია) წარმომადგენელთა პალატაში საქართველოსა და მოლდოვაში 2024 წლის არჩევნებამდე არსებულ პოლიტიკურ ვითარებაზე გამართულ მოსმენაზე განაცხადა.

ამასთან, მისი თქმით, აშშ გააგრძელებს ქართველი ხალხის მხარდაჭერას.

გარდა ამისა, კიტინგმა თავის გამოსვლაში ისაუბრა ჩინეთთან დაკავშირებითაც, კონგრესმენის თქმით, მაშინ, როდესაც “ქართული ოცნება” ჩინეთთან სავაჭრო შეთანხმებასა და ვიზალიბერალიზაციის რეჟიმს აქებს, პეკინი აქტიურად უჭერს მხარს რუსეთის აგრესიულ ომს უკრაიანში, მეტიც კრემლი აგრძელებს საქართველოს ტერიტორიის 20%-ის ოკუპაციას.

შესაბამისად, მისი განცხადებით, “ქართული ოცნების” მთავრობა შეთანხმებებს აფორმებს მათთან, ვინც საქართველოს ოკუპანტს უჭერს მხარს.

სამწუხაროდ, ევროკავშირსა და ნატო-ში გაწევრიანების მიმართ მოსახლეობის მხარდაჭერისა და კონსტიტუციური ვალდებულებების მიუხედავად მმართველი, “ქართული ოცნების” პარტია ქვეყნის ევრო-ატლანტიკური გზიდან აცდა.

სულ რაღაც წინა თვეს “ქართულმა ოცნებამ” მიიღო კრემლის მიერ შთაგონებული “უცხოური აგენტების” კანონპროექტი სამოქალაქო საზოგადოებასა და გამოხატვის თავისუფლებაზე ზეწოლისთვის.

დღეს ორი მესიჯი მაქვს საქართველოს მთავრობისთვის და ქართველი ხალხისთვის. პირველი, საქართველოს მთავრობას: თქვენი ქმედებები პასუხის გარეშე არ დარჩება. მაისში სახელმწიფო დეპარტამენტმა მიიღო სავიზო შეზღუდვების პირველი ტრანში ოფიციალურ პირებსა და, რაც მნიშვნელოვანია, მათ ოჯახის წევრებზე. სანამ საქართველოს მთავრობა აგრძელებს დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის ფეხქვეშ გათელვას, ეჭვი არ მეპარება, რომ ეს ადმინისტრაცია გააგრძელებს სავიზო შეზღუდვებისა და ფინანსური სანქციების მიღებას, რამდენადაც საჭირო გახდება.

მეტიც, მაშინ, როდესაც “ქართული ოცნება” აქებს ჩინეთთან სავაჭრო შეთანხმებასა და ვიზალიბერალიზაციის რეჟიმს, მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ პეკინი აქტიურად უჭერს მხარს რუსეთის აგრესიულ ომს უკრაიანში, მაშინ, როდესაც კრემლი აგრძელებს საქართველოს ტერიტორიის 20%-ის ოკუპაციას ამ უკანონო ომის მსველობისას.

მარტივად რომ ვთქვათ, “ქართული ოცნების” მთავრობა შეთანხმებებს აფორმებს მათთან, ვინც საქართველოს ოკუპანტს უჭერს მხარს. კიდევ არის მმართველი პარტიის მხრიდან ქართველი ხალხის ღალატის მაგალითები. ხალხისა, რომელსაც ჯერ კიდევ აქვს რუსეთთან საკუთარი ომის მოგონებები არც ისე დიდი ხნის წინ.

მეორე [მესიჯი] ქართველ ხალხს: ევროკავშირსა და ნატო-ში ყოფნის თქვენი ამბიციები ძალიან კარგად არის ცნობილი ამ კონგრესსა და ადმინისტრაციაში. როგორც წინა სამ ათწლეულში, ჩვენ ვაგრძელებთ ამ ძალისხმევებში თქვენს მხარდაჭერას. “ქართველი ხალხის აქტი”, რომელიც მე წარვადგინე გასულ თვეს, და ჩემი მეგობრის, ჯო იულსონის MEGOBARI აქტი ჩვენი მხრიდან თქვენი დემოკრატიული მომავლის მხარდაჭერის მაგალითია, მიუხედავად იმისა, რომ თქვენი მთავრობა არღვევს თავის კონსტიტუციურად სავალდებულო დაპირებებს, რომ ევროკავშირსა და ნატო-ში წევრობისადმი გზა გაკაფოს”, - განაცხადა კონგრესმენმა.