უცხოეთი
დიმიტრი პესკოვი - რუსეთთან მოლაპარაკების მზადყოფნის შესახებ კულებას განცხადება კრემლის პოზიციასთან უნისონშია, მაგრამ დამატებით განმარტებებს დაველოდოთ

 საქართველო, 25 ივლისი, საქინფორმი. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, დიმიტრი კულებას განცხადება რუსეთთან მოლაპარაკების პროცესისთვის მზადყოფნის შესახებ კრემლის პოზიციასთან უნისონშია, მაგრამ ჩვენ უნდა დაველოდოთ დამატებით განმარტებებს, – ამის შესახებ რუსეთს პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

„ასეთი განცხადება გაკეთდა ბატონ ვან ისთან შეხვედრაზე. თავად გზავნილი, შეიძლება ითქვას, ჩვენს პოზიციასთან უნისონშია. მოგეხსენებათ, რუსულ მხარეს არასოდეს უთქვამს უარი მოლაპარაკებებზე და ყოველთვის ინარჩუნებდა ღიაობას მოლაპარაკებების პროცესის მიმართ. აქ მნიშვნელოვანია დეტალები, რომლებიც ჯერ არ ვიცით, ამიტომ ალბათ დაველოდებით დამატებით განმარტებებს“, – განაცხადა დიმიტრი პესკოვმა.

ჩინეთში ვიზიტის დროს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ განაცხადა, რომ უკრაინამ გამოთქვა მზადყოფნა რუსეთთან გონივრული და კონსტრუქციული მოლაპარაკებებისთვის სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობის მისაღწევად.

1tv.ge