აქტუალური
სპეციალური დანიშნულების საკვალიფიკაციო პროგრამა დასრულდა

 საქართველო, 24 ივლისი, საქინფორმი. საწვრთნელ ბაზა მანავში სპეციალური ოპერაციების სარდლობის – სპეციალური დანიშნულების საკვალიფიკაციო პროგრამის მორიგი ნაკადის გამოშვების ცერემონია გაიმართა. ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, კურსდამთავრებულებს სერტიფიკატები სპეციალური ოპერაციების სარდალმა, პოლკოვნიკმა თეიმურაზ ყლატეიშვილმა გადასცა და პროფესიულ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.

სპეციალური დანიშნულების საკვალიფიკაციო პროგრამა რამდენიმე მოდულისგან შედგებოდა, რომელიც მოიცავდა მცირე ქვედანაყოფის ტაქტიკას, ჯვარედინ მომზადებას, სპეციალისტების მომზადებას, დაგეგმვის პროცესსა და შემაჯამებელ სწავლებას. პროგრამის ფარგლებში მსმენელებმა საცეცხლე, აერომობილური, სამედიცინო და საინჟინრო მომზადებაც გაიარეს“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.