უცხოეთი
რუსული მედია - “ჩინეთის ბანკმა” მოსკოვის საფონდო ბირჟასთან მუშაობა შეწყვიტა

 საქართველო, 24 ივლისი, საქინფორმი“ჩინეთის ბანკმა” მოსკოვის საფონდო ბირჟასთან მუშაობა შეწყვიტა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული სახელმწიფო გამოცემა “კომერსანტი” წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათი ცნობით, “ჩინეთის ბანკმა” (Bank of China), ჩინეთის ერთ-ერთმა უმსხვილესმა სახელმწიფო ბანკმა, რომელსაც რუსეთში შვილობილი განყოფილებები გააჩნდა, მუშაობა შეწყვიტა მოსკოვის საფონდო ბირჟასთან, რომელიც სანქციების ქვეშ მოხვდა.

“ჩინური საკრედიტო კომპანიის - “ჩინეთის ბანკის” - შვილობილი [განყოფილება] ბირჟაზე იუანებზე საკლირინგო ბანკის ფუნქციებს ასრულებდა, [მოსკოვის] ბირჟის ბაზარზე მისი გავლით გადიოდა ყველა ოპერაცია ჩინურ ვალუტაში, თუმცა 15 ივლისიდან ბანკმა უარი თქვა ამ როლზე. მიზეზი მოსკოვის საფონდო ბირჟის ამერიკულ სასანქციო სიებში შეყვანა გახდა”, - განაცხადეს წყაროებმა.

შედეგად, ჩინური იუანებით ვაჭრობა - დე ფაქტო ბოლო ვალუტა რუსულ ბირჟაზე - ერთადერთ ჩინურ ბანკზე გახდა დამოკიდებული, ICBC Bank-ზე. წყაროების ცნობით, იუანებით ვაჭრობას ახლა ამ ბანკის შვილობილი განყოფილება აწარმოებს.

თუმცა, წყაროების ცნობით, ესეც შეიძლება დიდ ხანს არ გაგრძელდეს, ვინაიდან, აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის ლიცენზია, რომელიც ჯერ კიდევ იძლევა დასანქცირებულ ბირჟასთან ვაჭრობის საშუალებას, აგვისტოს შუა რიცხვებამდე მოქმედებს. როდესაც მას ვადა გაუვა, ჩინური ბანკების სანქციების რისკის ქვეშ აღმოჩნდებიან და რუსეთთან იუანებით საბირჟო ვაჭრობა შეიძლება შეწყდეს.

interpressnews.ge