„იცი თუ არა, რომ ... საქართველოში არც ერთი სახელმწიფო დაწესებულება წერილს არ მიიღებს, თუ GMAIL.COM-იდან არ არის გაგზავნილი და ელექტრონული ხელმოწერა არ გააჩნია?! ქვეყნის მბრძანებლებო! ხიდზე შეგიძლიათ არ გახვიდეთ და ხიდირბეგიშვილს არ უსმინოთ, მაგრამ ემანდ, მთლად ასე ნუ იზამთ, ხალხს მიშა მოანატროს, ისედაც მომხრე არ აკლია... ის დრო ხომ დიდი ხანია, მოკვდა, ტელეეკრანიდან მობილურის პირად ნომრებს რომ აცხადებდით - დაგვირეკეთო... არც თანაშემწე გყავთ, არც მდივანი, არც მიღების საათები - მარტო "ცხელი ხაზების" ცივსისხლიანი სადისტკები, მოსახლეობას რომ ამწარებენ! ანუ, რისი დამტკიცება გსურთ ამ წინასაარჩევნოდ - რომ სააკაშვილი დემოკრატი, შევარდნაზე კი დემოკრატიის მამა იყო?! აი, ვინ არის საქართველოს და ივანიშვილის ნამდვილი მტერი! იმდენს იზამთ, სანამ ქვეყნიდან არ გააქცევთ, ვიცი...
რაც შეეხება ელფოსტას: რა დაგიშავათ. მაგალითად, MAIL.RU-მ? საქართველოზე კარგის გარდა იქ არაფერი მინახავს, ან კარგი იყო მაშინ, როცა მთელი მთავარი გვერდი ქართული რეკლამებით იყო გადატენილი - სასტუმროების, კურორტების, მშენებარე სახლებისა და ქართული პროდუქციის?!
საქმე ისაა, რომ MAIL.RU-ს “ცერეუ” (CIA - აშშ-ს ცენტრალური სადაზვერვო სამმართველო) ვერ "ტეხს" - საიმედოთ დაცულია, ხოლო „СOM” - ამერიკული დომენია, აშშ-ს თავდაცვის სამინისტროს - „პენტაგონის შექმნილი, ამიტომ „ცერეუ“-სთვის და თბილისში აშშ-ს საელჩოსთვის ხელმისაწვდომია ქართული სახელმწიფო სტრუქტურების მთელი მიმოწერა - მოსახლეობასთან, თუ ერთმანეთთან!“, - წერს თავის Facebook-გვერდზე არნო ხიდირბეგიშვილი.
2024 წლის 23 ივლისი
საქართველო, თბილისი