უცხოეთი
აშშ-ის საიდუმლო სამსახურის დირექტორი - საიდუმლო სამსახურის მისიას ქვეყნის ლიდერების დაცვა წარმოადგენს, ჩვენ ეს ვერ შევძელით - ნებისმიერ შეცდომაზე სრულ პასუხისმგებლობას ვიღებ

 საქართველო, 23 ივლისი, საქინფორმი. აშშ-ის საიდუმლო სამსახურმა დონალდ ტრამპის დაცვის მისია ვერ შეასრულა, - ამის შესახებ აშშ-ის საიდუმლო სამსახურის დირექტორმა, კიმბერლი ჩიტლიმ განაცხადა.

კიბერლი ჩიტლის თქმით, რომელიც აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის ზედამხედველობის კომიტეტის კითხვებს პასუხობს, ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ 13 ივლისის მსგავსი ინციდენტი აღარ განმეორდეს.

„საიდუმლო სამსახურის მისიას ჩვენი ქვეყნის ლიდერების დაცვა წარმოადგენს. 13 ივლისს ჩვენ ეს ვერ შევძელით. მე, როგორც აშშ-ის საიდუმლო სამსახურის დირექტორი, უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ ნებისმიერ შეცდომაზე სრულ პასუხისმგებლობას ვიღებ“, - აღნიშნა კიბერლი ჩიტლიმ.

ცნობისთვის, დონალდ ტრამპზე განხორციელებული თავდასხმის შემდეგ „რესპუბლიკელმა“ კონგრესმენებმა აშშ-ის საიდუმლო სამსახურის დირექტორის გადადგომა მოითხოვეს, თუმცა კიმბერლი ჩიტლიმ განაცხადა, რომ თანამდებობის დატოვებას არ აპირებს.

interpressnews.ge