უცხოეთი
ილჰამ ალიევი - აშშ-თან ურთიერთობაში იყო აღმავლობის და დაცემის პერიოდები, რაც ჩვენი ბრალი არ იყო, ისინი ჩვენს პოლიტიკურ ცხოვრებაში ჩარევას და ოპოზიციის დაფინანსებას ცდილობდნენ

 საქართველო, 21 ივლისი, საქინფორმი. აშშ-თან ჩვენს ურთიერთობაში იყო გარკვეული აღმავლობის და დაცემის პერიოდები, რაც ჩვენი ბრალი არ იყო. ისინი ცდილობდნენ, ჩარეულიყვნენ ჩვენს პოლიტიკურ ცხოვრებაში, ცდილობდნენ პოლიტიკური ოპოზიციის დაფინანსებას, – ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა შუშის გლობალურ მედიაფორუმზე განაცხადა.

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ისაუბრა აშშ-თან ურთიერთობებზე და თქვა, რომ რესპუბლიკელების ადმინისტრაციებთან ქვეყნის ურთიერთობები იყო წარმატებული და შედეგებზე ორიენტირებული.

„ჩვენ გვქონდა ძალიან ეფექტიანი თანამშრომლობა პრეზიდენტ ტრამპის დროს. ის აგებული იყო ურთიერთპატივისცემასა და ურთიერთდახმარებაზე. ჩვენი ურთიერთობა შეერთებულ შტატებთან ყოველთვის სტაბილური იყო. გახლდათ გარკვეული აღმავლობის და დაცემის პერიოდები, რაც ჩვენი ბრალი არ იყო. ისინი ცდილობდნენ, ჩარეულიყვნენ ჩვენს პოლიტიკურ ცხოვრებაში, ცდილობდნენ პოლიტიკური ოპოზიციის დაფინანსებას“, – განაცხადა ილჰამ ალიევმა.

1tv.ge