პოლიტიკა
სენატორმა ჯინ შაჰინმა „ქართველი ხალხის აქტი“, რომელიც რიგი თანამდებობის პირებისთვის სანქციებს ითვალისწინებს, აშშ-ის ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტის კანონპროექტში შესწორების სახით წარადგინა

 საქართველო, 18 ივლისი, საქინფორმი. სენატორმა ჯინ შაჰინმა „ქართველი ხალხის აქტი“ აშშ-ის ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტის კანონპროექტში შესწორების სახით წარადგინა, - ამის შესახებ ინფორმაცია აშშ-ის კონგრესის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

ქალბატონმა შაჰინმა შესწორება წარადგინა ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტის კანონპროექტში, რომელიც 2025 ფისკალური წლისთვის თავდაცვის დეპარტამენტის სამხედრო საქმიანობის, სამხედრო მშენებლობისა და ენერგეტიკის დეპარტამენტის თავდაცვითი საქმიანობის ან სხვა მიზნებისთვის დაფინანსებას გამოყოფს“, - ნათქვამია კონგრესის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, ჯინ შაჰინის მირ წარდგენილი „ქართველი ხალხის აქტი“ იმ პირებისთვის სავიზო შეზღუდვებს/სანქციებს ითვალისწინებს, რომლებიც ევროატლანტიკურ გზაზე საქართველოს წინსვლას ხელს უშლიან.