აქტუალური
რამდენი ფული გადმორიცხეს მიგრანტებმა საქართველოში - ახალი სტატისტიკა

 საქართველო, 18 ივლისი, საქინფორმი. საქართველოს კომერციულ ბანკებში ელექტრონული სისტემებით განხორციელებული ფულადი გზავნილების მოცულობა 2024 წლის იანვარი-ივნისში, წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით, 30%-ით შემცირდა და 1.0656,3 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, იუწყება საქართველოს ეროვნული ბანკი.

ფულადი გზავნილების მოცულობით აღნიშნულ პერიოდში რუსეთი ლიდერობს.

ეროვნული ბანკის მონაცემებით, საანგარიშო პერიოდში რუსეთიდან საქართველოში გადმოირიცხა 328,8 მილიონი დოლარი - ეს ქართულ კომერციულ ბანკებში ელექტრონული სისტემებით ფულადი გადარიცხვების 19,9%-ია.

ქართულ კომერციულ ბანკებში ელექტრონული სისტემებით ფულადი გადმორიცხვები 2024 წლის ივნისში 20,4%-ით შემცირდა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით და 281,1 მლნ დოლარი შეადგინა.

ივნისში რუსეთიდან საქართველოში გადმორიცხული თანხის მოცულობამ 48,8 მილიონი დოლარი შეადგინა. ეს ქართულ კომერციულ ბანკებში ელექტრონული სისტემებით ფულადი გადარიცხვების 17,4%-ია.მიმდინარე წლის ივნისში რუსეთიდან 62,3%-ით ნაკლები ფული გადმოირიცხა, ვიდრე გასული წლის ანალოგიურ პერიოდში.

ივნისში საქართველოდან საზღვარგარეთ 28,2 მლნ დოლარი გადაიგზავნა, რაც 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 3%-ით ნაკლებია.

2024 წლის პირველ ექვს თვეში საქართველოდან უცხოეთში 173,7 მლნ დოლარი გადაიგზავნა, რაც 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 0,6%-ით მეტია.