უცხოეთი
იენს სტოლტენბერგმა უკრაინაში სპეციალური წარმომადგენელი დანიშნა

 საქართველო, 18 ივლისი, საქინფორმი. ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა უკრაინაში სპეციალური წარმომადგენლის თანამდებობაზე ბრიტანელი პატრიკ ტერნერი დანიშნა.

აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

„დარწმუნებული ვარ, ამ მნიშვნელოვან როლში ის გამორჩეული იქნება, რადგან ნატო აგრძელებს უკრაინისადმი მხარდაჭერის გაძლიერებას“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.

როგორც ნატო-ში აცხადებენ, ტერნერი კიევში ალიანსის ოფისს უხელმძღვანელებს და იმოქმედებს, როგორც უკრაინის ხელისუფლებასთან ნატო-ს ურთიერთობის კოორდინატორი.

1tv.ge