უცხოეთი
ნიკოლ ფაშინიანი დიდ ბრიტანეთში გაემგზავრა, სადაც ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტს დაესწრება

 საქართველო, 18 ივლისი, საქინფორმი. ნიკოლ ფაშინიანი დიდ ბრიტანეთში გაემგზავრა, სადაც ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტს დაესწრება, - ამის შესახებ ინფორმაციას სომხეთის პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაცია ავრცელებს.

სომხეთის პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციის ცნობით, სამიტის ფარგლებში ნიკოლ ფაშინიანი საერთაშორისო პარტნიორებთან ორმხრივ შეხვედრებს გამართავს.

შეგახსენებთ, ევროპის პოლიტიკური გაერთიანების მეოთხე სამიტი ხვალ ოქსფორდშირის საგრაფოში, ბლენჰეიმის სასახლეში გაიმართება.

interpressnews.ge