სამართალი
საქართველოში გასულ წელს უგზო-უკვლოდ 149 ადამიანი დაიკარგა, რომელთაგან 89 მოიძებნა, 60 პირი კვლავ დაკარგულად ითვლება

 საქართველო, 17 ივლისი, საქინფორმი. საქართველოში გასულ წელს უგზო-უკვლოდ 149 ადამიანი დაიკარგა, რომელთაგან 89 მოიძებნა, მათ შორის 16 გარდაცვლილია ნაპოვნი - 60 პირი კვლავ დაკარგულად ითვლება.

2023 წელს დაკარგულ პირთა სტატისტიკა რეგიონების მიხედვით ასეთია: თბილისი - 54, მოიძებნა 35; ქვემო ქართლი - 6, მოიძებნა 4; კახეთი - 21, მოიძებნა 17; შიდა ქართლი 7, მოიძებნა 1; სამცხე-ჯავახეთი 2, მოიძებნა 2; გურია - 5, მოიძებნა 3; მცხეთა-მთიანეთი 6, მოიძებნა 1; იმერეთი, რაჭა-ლეჩხუმი, ქვემო სვანეთი - 20, მოიძებნა 4; სამეგრელო-ზემო სვანეთი - 24, მოიძებნა 21; აჭარა - 4, მოიძებნა 1; აფხაზეთი 0.

2023 წელს დაკარგულთა შორის ყველაზე მეტი 65 ადამიანი (მოიძებნა 35; 10 გარდაცვლილი) 25-45 წლის ასაკობრივ კატეგორიაშია; 18 წლამდე - 17 პირი (მოიძებნა 11; 0 გარდაცვლილი); 18-24 წელი - 13 (მოიძებნა 9; 1 გარდაცვლილი); 45-60 წელი - 35 (მოიძებნა 14; 1 გარდაცვლილი); 60 წელზე მეტი ასაკის - 19 (მოიძებნა 4; 4 გარდაცვლილი);

გასულ წელს დაკარგულ მოქალაქეებს შორის 135 პირი საქართველოს მოქალაქეა (81 მოიძებნა, 15 გარდაცვლილია), 14 კი უცხო ქვეყნის - (8 მოიძებნა, 1 გარდაცვლილია).

გარდა ამისა, შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკური მონაცემების თანახმად, 2023 წელს ასევე იპოვეს 46 პირი, რომელიც გასულ, 1973-2022 წლებში იყო დაკარგული.

რაც შეეხება ჯამურ მონაცემებს 1973 წლის 1-ელი იანვრიდან 2023 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით - ამ პერიოდში საქართველოში სულ 6571 ადამიანი დაიკარგა. ამავე პერიოდში მათგან მოიძებნა 5549, მოსაძებნი კი დარჩა 1022 ადამიანი.