უცხოეთი
ლავროვი ამბობს, რომ აშშ საფრთხეს უქმნის მულტილატერალიზმს - აშშ მის ნათქვამს უარყოფს და "წუწუნს" უწოდებს

 საქართველო, 17 ივლისი, საქინფორმი. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა 16 ივლისს დაადანაშაულა აშშ, რომ ის "უსიტყვო მორჩილებას" მოითხოვს მოკავშირეებისგან და საფრთხეს უქმნის მულტილატერალიზმს.

ამის საპასუხოდ, აშშ-მა მისი გამონათქვამები გაეროს უშიშროების საბჭოში შეაფასა, როგორც "წუწუნი".

რუსეთის მინისტრის გამოსვლას უკრაინაში შეჭრის შემდეგ აშშ-მა ასევე უწოდა ფარისევლობა.

ლავროვი თავმჯდომარეობდა საბჭოს სხდომას, რომელიც რუსეთმა, როგორც 15 წევრიანი ორგანოს თავმჯდომარემ, მოიწვია ივლისში და რომელიც ეძღვნებოდა მრავალმხრივ თანამშრომლობას უფრო სამართლიანი, დემოკრატიული და მდგრადი მსოფლიო წესრიგის ინტერესებისთვის.

"იმისთვის, რომ შეაკავოს რუსეთი, ჩინეთი და სხვა ქვეყნები, რომელთა დამოუკიდებელი პოლიტიკას უყურებს როგორც თავის ჰეგემონიისთვის გამოწვევას, დასავლეთი აგრესიულად შლის გლობალურ სისტემას, რომელიც თავდაპირველად მისი მოდელით აიგო, - განაცხადა ლავროვმა.

მან თქვა, რომ ვაშინგტონი მოკავშირეებისგან მოითხოვს "უსიტყვო მორჩილებას თვით მათი ეროვნული ინტერესების საზიანოდ".

საერთაშორისო მშვიდობის, უსაფრთხოებისა და გლობალური თანამშრომლობის საკითხებთან დაკავშირებით, გაეროში აშშ-ის ელჩმა, ლინდა თომას-გრინფილდმა განაცხადა, რომ რუსეთი "ამ საკითხს სერიოზულად არ აღიქვამს" და დაგმო მოსკოვის სრულმასშტაბიანი შეჭრა უკრაინაში 2022 წლის თებერვალში.

გაეროში ბრიტანეთის ელჩმა, ბარბარა ვუდუორდმა სასაცილოდ აიგდო სხდომაზე რუსეთის თემა, რადგან მოსკოვი "სისტემატურად ბომბავს მშვიდობიან მოსახლეობას უკრაინაში, არაპროვოცირებულ, აგრესიულ ომში და წარმოადგენს გაეროს წესდების აღმაშფოთებელ დარღვევას.

შეხვედრის დაწყებამდე უკრაინის ელჩმა გაეროში, სერგი კისლიცამ წაიკითხა 50-მდე ქვეყნის, მათ შორის შეერთებული შტატების, განცხადება.

„რუსეთის ფედერაციის მუდმივი უკანონო ქმედებები და აშკარა ფარისევლობა ძირს უთხრის მრავალმხრივ და საერთაშორისო თანამშრომლობას“ და „აძლიერებს რეგიონულ დაძაბულობას და საფრთხეს უქმნის საერთაშორისო მშვიდობასა და უსაფრთხოებას“, - ნათქვამია 50-ი ქვეყნის განცხადებაში, რომელშიც ასევე წერია, რომ რუსეთი "... ცინიკურად ცდილობს წარმოაჩინოს თავი მრავალმხრივი წესრიგის მცველად".

გაეროს უშიშროების საბჭოს კიდეთ ერთი მუდმივი წევრის, ჩინეთის ელჩმა გაეროში ფუ კონმა განაცხადა, რომ საერთაშორისო წესრიგი ეფუძნება საერთაშორისო სამართალს.

მისი თქმით, წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის მიზანი, „რომელსაც მხარს უჭერს ზოგიერთი, სინამდვილეში არის საერთაშორისო სამართლის არსებული სისტემის მიღმა სხვა სისტემის შექმნა და ორმაგი სტანდარტებისა და გამონაკლისებისთვის გამართლების ძიება“.

radiotavisupleba.ge