სამართალი
საქართველოს პრეზიდენტმა იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრად კახა წიქარიშვილი დანიშნა

 საქართველო, 16 ივლისი, საქინფორმი. საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრად კახა წიქარიშვილი დანიშნა.

ამის შესახებ პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა, გიორგი მსხილაძემ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ბრიფინგზე განაცხადა.

თქვენ იცით, რომ პრეზიდენტს შეუძლია, ერთპიროვნულად მიიღოს ეს გადაწყვეტილება და დაადგინოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში თავისი წარმომადგენელი, მაგრამ პრეზიდენტმა, გამჭირვალობის მიზნით, 21 ივნისს შექმნა შესარჩევი კომისია. კომისიამ დაამთავრა მუშაობა და წარმოუდგინა პრეზიდენტს ორი კანდიდატურა. პრეზიდენტმა დღეს გამოსცა განკარგულება კახა წიქარიშვილის უმაღლესი იუსტიციის საბჭოს წევრად დანიშვნის თაობაზე. იმედს ვიტოვებთ, აღნიშნული პრაქტიკა მომავალშიც გამოყენებული იქნება სასამართლო სისტემაში მოსამართლეთა შერჩევისთვის. ეს იყო კარგი მაგალითი“, – განაცხადა გიორგი მსხილაძემ.