აქტუალური
რამდენად გამჭვირვალეა არასამთავრობო ორგანიზაციები საქართველოში - კვლევა

 საქართველო, 16 ივლისი, საქინფორმი. მმართველმა პარტია „ქართულმა ოცნებამ“ არასამთავრობო და მედიაორგანიზაციების გამჭვირვალობის შესახებ კვლევის შედეგები გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც ორგანიზაციების 97%-ს ფინანსური წლიური ანგარიში არ წარუდგენია, განაცხადა პარლამენტის წევრმა გივი მიქანაძემ ბრიფინგზე.

უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის დაინიცირებიდან რამდენიმე დღეში, კერძოდ, 8 აპრილს, 474-მა ორგანიზაციამ ხელი მოაწერა ერთობლივ განცხადებას, რომელიც პირდაპირ მიუთითებდა, რომ ეს ორგანიზაციები ეწინააღმდეგებიან მსგავსი კანონის მიღებას. მმართველმა პარტიამ გადაწყვიტა აღნიშნული ორგანიზაციების გამჭვირვალობა გამოეკვლია. კვლევა 12 ივლისამდე პერიოდს მოიცავს.

არასამთავრობო ორგანიზაციები 7 საბაზო კრიტერიუმით შეამოწმეს:

აქვს თუ არა ორგანიზაციას ვებგვერდი;

მითითებული აქვს თუ არა დონორი ორგანიზაციის შესახებ ინფორმაცია ან მისი ლოგო;

პროექტები, რომელიც განხორციელებულია ან მიმდინარეა, არის თუ არა საჯარო;

რამდენია გრანტის ოდენობა, რაც მათ თითოეულ პროექტზე აქვთ მიღებული;

რა ხანგრძლივობის არის პროექტი და გრანტი;

აქვთ თუ არა გამოქვეყნებული საქმიანობის შესახებ წლიური ანგარიში;

ვინ შედის ამ ორგანიზაციის გუნდში.

კვლევის შედეგებით:

ორგანიზაციების 51%-ოფიციალური ვებგვერდი არ გააჩნია;

ორგანიზაციების 62%-არ აქვს მითითებული დონორის დასახელება/ლოგო;

ორგანიზაციების 68%-არ აქვს მითითებული პროექტების დასახელება;

ორგანიზაციების 97%-არ აქვს გამოქვეყნებული წლიური ანგარიში;

ორგანიზაციების 70%-არ აქვ ინფორმაცია საკუთარი გუნდის შესახებ.

ეს არის საბაზისო კვლევა, რომელიც მოიცავს ძირითად მონაცემებს იმის შესახებ, თუ რამდენად გამჭვირვალეა ეს ორგანიზაციები, რამდენად ხელმისაწვდომია ამ ორგანიზაციების საქმიანობასთან, დაფინანსებასთან, წყაროებთან, გუნდთან თუ სხვა საკითხებთან დაკავშირებული ინფორმაცია ჩვენი საზოგადოების ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის“, - განაცხადა მიქანაძემ.