აქტუალური
შაქარზე გაზრდილი ფასის გამო მოსახლეობის დიდი ნაწილი ზამთარში მურაბას ვერ დააგემოვნებს. პროდუქციის გაძვირების მიზეზებს შაქრის იმპორტიორი კომპანიები არ ასახელებენ და ვარაუდობენ, რომ სექტემბრისთვის შაქრის ფასი კვლავ ძველ ნიშნულს დაუბრუნდება.
ქართული შაქრის რეალიზატორი კომპანიები ფასის ზრდას ბაზარზე შაქრის დეფიციტს უკავშირებენ. ამის თაობაზე სოფლის მეურნეობის მინისტრი ინფორმაციას არ ფლობს, არც ქვეყანაში არსებული შაქრის მარაგის როდენობაზე შეუძლია რამის თქმა.
ექსპერტების აზრით კი, მსოფლიო ბაზარზე შაქრის ფასის ცვალებადობა საქართველოზეც აისახება, თუმცა მთავარი მიზეზი არის ის, რომ შაქრის ბიზნესი საქართველოში მონოპოლიზებულია – შაქარი ქვეყანაში მხოლოდ ორ კომპანიას შემოაქვს, რაც მათ საშუალებას აძლევს, პროდუქტზე ფასი ხელოვნურად გაზარდონ.
საქინფორმი