უცხოეთი
„სიენენი“ - პირი, რომელმაც ტრამპის მხარდამჭერ შეხვედრაზე ისროლა, რეგისტრირებული იყო როგორც რესპუბლიკელი, რომელმაც 15 დოლარი შესწირა დემოკრატებთან დაკავშირებულ ჯგუფს

 საქართველო, 16 ივლისი, საქინფორმი. პირი, რომელმაც ტრამპის მხარდამჭერ შეხვედრაზე ისროლა, რეგისტრირებული იყო როგორც რესპუბლიკელი, რომელმაც 15 დოლარი შესწირა დემოკრატებთან დაკავშირებულ ჯგუფს, – ინფორმაციას ამის შესახებ „სიენენი“ ავრცელებს.

საჯარო ჩანაწერების თანახმად, შეიარაღებული პირი, რომელმაც სცადა აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მოკვლა, იყო 20 წლის რეგისტრირებული რესპუბლიკელი, რომელმაც ადრე მცირე წვლილი შეიტანა დემოკრატიული პარტიის ჯგუფის დაფინანსებაში.

ფედერალური საარჩევნო კომისიის ჩანაწერები აჩვენებს, რომ თომას კრუკსმა 15 დოლარი გადასცა დემოკრატიული პარტიის პოლიტიკური მოქმედების კომიტეტს, Progressive Turnout Project-ს 2021 წლის იანვარში.

თომას მეთიუ კრუკსი ცხოვრობდა პიტსბურგის გარეუბანში, ბეთელ პარკში. მან დაამთავრა ბეთელ პარკის საშუალო სკოლა 2022 წელს.

როგორც მედია წერს, პენსილვანიის ამომრჩეველთა მონაცემთა ბაზაში არსებული სიის მიხედვით, რომელიც ემთხვეოდა მის სახელს, ასაკს და ბეთელ პარკის მისამართს, კრუქსი ხმის მისაცემად რესპუბლიკელად დარეგისტრირდა. წლევანდელი საპრეზიდენტო არჩევნები პირველი იქნებოდა, როცა ის ხმის მიცემას შეძლებდა.

ცნობისთვის, ქალაქ ბატლერში მხარდამჭერებთან შეხვედრისას აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს ესროლეს. შედეგად ის დაიჭრა, თუმცა მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. სროლის დროს დაიღუპა მიტინგის ერთი მონაწილე. კიდევ ორი მძიმე მდგომარეობაშია. აშშ-ის ფედერალური საგამოძიებო სამსახურის ცნობით, პენსილვანიაში მომხდარი დონალდ ტრამპის მკვლელობის მცდელობა იყო. ამასთან, საგამოძიებო სამსახურში განაცხადეს, რომ ტრამპზე თავდახმაში მონაწილე პირი 20 წლის თომას მეთიუ კრუკსია.

1tv.ge