უცხოეთი
აშშ-ის ფედერალურმა მოსამართლემ დონალდ ტრამპის მიერ საიდუმლო დოკუმენტების შენახვის წესის დარღვევის საქმის განხილვაზე უარი თქვა

 საქართველო, 16 ივლისი, საქინფორმი. აშშ-ის ფედერალურმა მოსამართლემ დონალდ ტრამპის მიერ საიდუმლო დოკუმენტების შენახვის წესის დარღვევის საქმის განხილვაზე უარი თქვა.

ფლორიდის საოლქო სასამართლოს მოსამართლემ, აილინ ქენონიმ, რომელიც ამ თანამდებობაზე დონალ ტრამპმა წარადგინა, განაცხადა, რომ სპეციალური პროკურორი ჯეკ სმიტი, რომელიც ბრალდების მხარეს წარმოადგენდა, უკანონოდ იყო დანიშნული ამ თანამდებობაზე და მას არ ჰქონდა უფლებამოსილება, საქმე აღეძრა.

ცნობისთვის, აღნიშნულ საქმეზე აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტს ბრალი 40 მუხლით ჰქონდა წაყენებული. ბრალდების მიხედვით, თეთრი სახლის დატოვების შემდეგ დონალდ ტრამპი საიდუმლო სამთავრობო დოკუმენტებს ინახავდა და ასევე ხელს უშლიდა გამოძიებას.

1tv.ge