აქტუალური
გასულ წელს ძალიან ცოტა, დაახლოებით, 86 ტონა ყურძენი მოიკრიფა. მიუხედავად ამისა, ღვინის ქარხნებს რომ მოსახლეობისგან ყურძენი შეესყიდათ, ძალოვანი უწყებების გააქტიურება გახდა საჭირო. მთავრობის განკარგულებით კი, რთველის სუბსიდირებისთვის 6,1 მილიონი ლარი გამოიყო. ქარხნები ერთ კილოგრამ საფერავში 40 თეთრს იხდიდნენ, სახელმწიფო კი – 25 თეთრს სუბსიდიის სახით; რქაწითელში ქარხანა – 30 თეთრს, სახელმწიფო კი 15 თეთრს იხდიდა. ამის მიუხედავად, მევენახეები ყურძნის ფასით უკმაყოფილონი იყვნენ, რადგან გაწეული ხარჯი იმდენად მაღალია, რომ შეთავაზებულმა ფასმა დანახარჯი ვერ აანაზღაურა.
საქინფორმი