უცხოეთი
უნგრეთის, როგორც ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნის მიერ ორგანიზებულ მინისტრთა სხდომებში მონაწილეობას რამდენიმე ევროპული სახელმწიფო არ მიიღებს

 საქართველო, 15 ივლისი, საქინფორმი. უნგრეთის, როგორც ევროკავშირის საბჭოს დროებითი თავმჯდომარე ქვეყნის მიერ ორგანიზებულ მინისტრთა სხდომებში მონაწილეობას შვედეთი და კიდევ რამდენიმე ევროპული სახელმწიფო არ მიიღებს.

როგორც „როიტერი“ შვედეთის მთავრობის განცხადებაზე დაყრდნობით წერს, ქვეყნების დემარში ვიქტორ ორბანის ნაბიჯს უკავშირდება, რომელმაც რამდენიმე დღის წინ ვლადიმერ პუტინთან მოლაპარაკება გამართა, რასაც ევროპელი ლიდერთა ნაწილის უკმაყოფილება გამოიწვია.

„უნგრეთის ქმედებები ევროკავშირს ზიანს აყენებს და ამას ბუდაპეშტისთვის შედეგები უნდა მოჰყვეს. ამიტომ შვედეთი არ მონაწილეობს არაფორმალურ სხდომებში, რომლებიც დაგეგმილია ივლისში“, – განაცხადა შვედეთის ევროპის საქმეთა მინისტრმა, ჯესიკა როზუოლმა.

მისივე თქმით, შვედეთი, ფინეთი, ესტონეთი, ლატვია, ლიეტუვა და პოლონეთი ამ სხდომებზე სახელმწიფო მოხელეებით და არა – მინსტრების დონეზე იქნება წარმოდგენილი.

როზუოლის განცხადებით, ანალოგიური გადაწყვეტილების მიღებას ევროკავშირის კიდევ რამდენიმე ქვეყანა განიხილავს.

უნგრეთი ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანა როტაციის პრინციპით პირველი ივლისს გახდა და ამ სტატუსით 31 დეკემბრამდე ისარგებლებს.

1tv.ge