უცხოეთი
ლოიდ ოსტინი რუსეთის თავდაცვის მინისტრს ესაუბრა

 საქართველო, 15 ივლისი, საქინფორმი. ლოიდ ოსტინი რუსეთის თავდაცვის მინისტრს ესაუბრა, - ამის შესახებ პენტაგონის პრესმდივანმა, საბრინა სინგმა ბრიფინგზე განაცხადა.

„სატელეფონო საუბრისას მდივანმა რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე ომის ფონზე საკომუნიკაციო ხაზების შენარჩუნების მნიშვნელობას ხაზი გაუსვა“, - განაცხადა საბრინა სინგმა.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, მხარეებმა ესკალაციის რისკების შემცირების საკითხი განიხილეს.

ცნობისთვის, ბოლოს, აშშ-ის თავდაცვის მდივანი, ლოიდ ოსტინი რუსეთის თავდაცვის მინისტრს, ანდრეი ბელუსოვს 25 ივნისს ესაუბრა.

interpressnews.ge