საზოგადოება
სამოქალაქო უსაფრთხოების, დემოკრატიის და ადამიანის უფლებათა საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე ოპოზიციის წარმომადგენლებს შეხვდა

 საქართველო, 12 ივლისი, საქინფორმი. სამოქალაქო უსაფრთხოების, დემოკრატიის და ადამიანის უფლებათა საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე უზრა ზეია ოპოზიციის წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრის შესახებ უზრა ზეია სოციალურ ქსელში წერს.

ნაყოფიერი დისკუსია საქართველოს ოპოზიციური პარტიების ლიდერ ქალებთან. პოლიტიკური პლურალიზმის პატივისცემა დემოკრატიის განუყოფელი ნაწილია და აშშ გასცემს მოწოდებას თავისუფალი და სამართლიანი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების შესახებ ეუთო-ს სტანდარტების შესაბამისად“, – წერს უზრა ზეია სოციალურ ქსელში.