აქტუალური
პეტერ ფიშერი უარყოფს ინფორმაციას, თითქოს საქართველოს მოქალაქეებისთვის გერმანიამ სასწავლო ვიზების გაცემა შეაჩერა

 საქართველო, 11 ივლისი, საქინფორმი. საქართველოში გერმანიის ელჩის, პეტერ ფიშერის განცხადებით, გერმანიაში საქართველოს მოქალაქეებისთვის სასწავლო ვიზების გაცემა არ შეჩერებულა.

ელჩს კითხვა დაუსვეს გავრცელებულ ინფორმაციაზე, თითქოს საქართველოს მოქალაქეებისთვის გერმანიამ სასწავლო ვიზების გაცემა შეაჩერა.

ეს ინფორმაცია ტყუილია და არ შეესაბამება სიმართლეს“, – აღნიშნა ელჩმა.