პოლიტიკა
არნო ხიდირბეგიშვილი: საქართველოს არ აქვს არჩევანი - ან დასავლეთის მონა, ან რუსეთის, ჩინეთის, ინდოეთისა და ირანის მეგობარი

   - ბატონო არნო, მართალია, ეს ყველაფერი თქვენს მიერ ათასჯერ ითქვა, გთხოვთ კიდევ ერთხელ უპასუხოთ რიგ კითხვებს, რის შემდეგაც ნებისმიერი უბრალო ობივატელისთვის ცხადი გახდება - რა ხდება დღეს საქართველოში და მის გარშემო. პირველ რიგში, რატომ შეაჩერა დასავლეთმა საქართველოს ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციის პროცესი?

- იმიტომ, რომ საქართველოს ხელისუფლებამ მიიღო კანონი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ.

- რა არის უჩვეულო კანონში, რომელიც მოქმედებს აშშ-სა და დასავლეთის მრავალ ქვეყანაში, თანაც - გაცილებით მკაცრი ფორმით?

- ამერიკა, ინგლისი, საფრანგეთი და გერმანია თავს მუდამ სუზერენებად, მეტროპოლიებად მიიჩნევენ, სხვებს კი ვასალებად, კოლონიებად. ამ ქვეყნების მთელი ისტორია სისხლშია ჩამხრჩვალი და არა დემოკრატიულ ფასეულობებში, იქ ხალხყოფდნენ თეთრებად და შავებად, არიელებად და ქვეადამიანებად, დასავლურმა ცივილიზაციამ კაცობრიობას აჩუქა კუ-კლუქს კლანი, გილიოტინა, ელექტროსკამი, რასიზმი, ინკვიზიცია და ფაშიზმი. დღეს მათ მიაჩნიათ, რომ კოლონიებში, რომელთაგან ერთ-ერთი მათთვის საქართველოა, უნდა არსებობდეს არასასურველი ხელისუფლების შეცვლის მექანიზმი. ეს მექანიზმიუცხოური გავლენის აგენტების უკონტროლო დაფინანსება, რომლებიც მათი მითითებით ნებისმიერ მომენტში მოაწყობენ სახელმწიფო გადატრიალებას. საქართველოს ხელისუფლების მიერ მიღებული კანონი კი უცხოური გავლენის აგენტების დაფინანსებას გამჭვირვალედ აქცევს, ანუ ახდენს მათ ლუსტრაციას, ბოჭავს სამართლებრივად და საყოველთაო სამსჯავროზე გამოყავს.

- რატომ გადაწყვიტა საქართველოს ხელისუფლებამ უცხოეთის აგენტების შესახებ კანონის მიღება ასე მოულოდნელად?

   - საქართველოს ხელისუფლებამ უცხოეთის აგენტების შესახებ კანონის მიღება გადაწყვიტა მხოლოდ მაშინ, ოცა საბოლოოდ დარწმუნდა - დასავლეთს სურს მისი განდევნა და ხელისუფლებაში რადიკალური ოპოზიციის - უცხოეთის აგენტების ათასი ჯურის ვიგინდარების მოყვანა.

- როდიდან და რატომ გახდა საქართველოს ხელისუფლება დასავლეთისთვის მიუღებელი? ამჟამინდელი ხელისუფლების წყალობით, საქართველო გახდა ევროკავშირის კანდიდატი, დადო თავისუფალი ვაჭრობისა და უვიზო რეჟიმის შეთანხმება ევროკავშირთან, საქართველოს შეიარაღებული ძალები ნატოს ყველა ოპერაციაში ყველაზე გულუხვი დისტრიბუტორი იყო, ყოველწლიურად მასპინძლობდა ალიანსის რამდენიმე წვრთნას...

- ნატო და ევროკავშირი ერთი და იგივეა, ეს არის ანგლოსაქსების ორი ხელი, რომელსაც ისინი აღმოსავლეთისკენ სულ უფრო და უფრო შორს იშლიან, მონაცვლეობით - ხან ერთს, ხან მეორეს, შეცდომაში შეჰყავთ ყველა, რათა ალყა შემოარტყდა დაახრჩონ რუსეთი, მათ შორის სამხრეთ ფლანგიდან, საქართველოს მხრიდან. აი რატომ ღელვებს ოკეანის მიღმა შორეულ მერიკას საქართველოს ევროკავშირში გაწევრების საკითხი - განსაკუთრებით მის შემდეგ, როცა ნატოს ხაზით ამის გაკეთება სახიფათო და შეუძლებელიც გახდა! არც არის საჭორ0 - აქ დიდი ხანია, ნატოს სასწავლო, საბრძოლო და მედია ცენტრები, სამეთაურო პუნქტები და წარმომადგენლობაა გახსნილი, ქართული არმია გადაყვანილია ნატოს სტანდარტებზე და მას სრულად აკონტროლებენ ნატოს ინსტრუქტორები, ევროპული სარდლობა და პენტაგონი.

საქართველოს ხელისუფლება კი განდევნიკანდიდატი გახდა უცხოეთის აგენტების შესახებ კანონის მიღებამდე - როდესაც უარი თქვა რუსეთთან ომზე - სამხრეთ ფლანგიდან უკრაინის დასახმარებლად, რუსეთის წინააღმდეგ ეროვნულ დონეზე სანქციების გამოცხადებაზე, ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონებაზე, სქესის შეცვლასა და ლგბტ-ს ყველა "სიკეთეზე". „თუ რუსეთთან ომი არ სურთ, 30 მილიონი ევრო რაში უნდა მივცეთ?!“ - გადაწყვიტეს „მშვიდობის ევროპულ ფონდში“. თურმე, ეს თანხა მიზნობრივად ქართული ჯარისთვის იარაღის შესყიდვისთვის იყო განკუთვნილი. ესეც თქვენი „მშვიდობის ევროპული ფონდი“... სამაგიეროდ ყველა ტრანში, რომელიც საქართველოს დასავლეთიდან უნდა მიეღო, ახლა გადამისამართდება უცხოური აგენტების მისამართით, რათა ამ უკანასკნელებმა გარანტირებულად მოახდინონ ოქტომბრის ბოლოს სახელმწიფო გადატრიალება საქართველოში!

- ანუ, საქართველოს ხელისუფლება ჯერ დასავლეთისთვის არასასურველი გახდა, შემდეგ კი საქართველოში ხელისუფლების შეცვლის მექანიზმი დაბლოკა უცხოეთის აგენტების შესახებ კანონის მიღებით, რითაც გაამართლა დასავლეთის ყველაზე დიდი შიშები თავისი მისამართით და მოახდინა დასავლეთის პროვოცირება საქართველოს წინააღმდეგ სანქციების დაწესების სახით?

   - დიახ, 2012 წლიდან საქართველოს ხელისუფლება ცდილობდა მჯდარიყო ორ სკამზე - ეკეკლუცა მიმზიდველ უხცხოელებთან, ხოლო ეცხოვრა მეზობლებთან - რუსეთთან, თურქეთთან, აზერბაიჯანისდა სხვა ქვეყნებთან ტრადიციული სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების ხარჯზე. ჩვენი ქვეყნის მბრძანებლები კარგად მოეწყვნენ - ერთის მხრივ, მილიარდერი ივანიშვილის სახით ძლიერი მხარდაჭერით სარგებლობენ და სასწაულად მდიდრდებიან, მეორეს მხრივ კი, დასავლეთსა და უკრაინასთან ფლირტს აბამენ, რუსეთს „ოკუპანტად“რაცხავენ ყველა ხელსაყრელ შემთხვევაში. მაგრამ „ნუ ჩააფურთხებ ჭაში, სადანასვამ, და ნუ შეაფურთხებ მას, ვის პურსაჭამ“ – დღეს დასავლეთმა საქართველოს ხელისუფლება პრორუსულად შერაცხა, ხოლო უცხოეთის აგენტების შესახებ კანონი – რუსულ კანონად და გადაწყვიტა შეცვალოს ასეთი კანონის მიმღები ხელისუფლება. ამის შემდეგ საქართველოს ხელისუფლებათვითგადარჩენის ინსტინქტგაღვიძა და გადაწყვიტეროვნული ტრადიციული სახელმწიფოს აშენება.

   - საოცარია, როგორ ჰყოფნით აშშ-სა და ევროკავშირს, მიუხედავად უზარმაზარი შიდა პრობლემებისა, საკმარისი ძალა და დრო, რათა ჩაერიონ პატარა საქართველოს საშინაო საქმეებში! თქვენ მიერ ზემოჩამოთვლილი ყველა ქვეყნის - აშშ-ს, დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთისა და გერმანიის ყველა ლიდერმა ფიასკო განიცადა საკუთარი ხალხების წინაშე და „ჩემოდნებს ალაგებენ“. მოასწრებენ თუ არა საქართველოს დახრჩობას, აიძულებენ თუ ვერა მის ხელისუფლებას უკან დახევას?

- იცით, რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის ბოლო განცხადება საქართველოში არავის გაუკვირდა, რადგან ყველამ ისედაც იცის, რა სიურპრიზებს გვიმზადებს ოქტომბერში გაერთიანებული დასავლეთი, რადიკალური ოპოზიცია და უცხოეთის აგენტები - არასამთავრობო ორგანიზაციები, ტელეკომპანიები და მათი მორიგე "სამხედრო ექსპერტები", რომლებიც დიდი ხანია ციხეში უნდა ეყარონ. ესენი სააკაშვილის რეჟიმის სამხედრო დამნაშავეები და უცხოეთის სპეცსამსახურების ჯაშუშები, სამშობლოს ნომრიანი მოღალატეები არიან! არაერთგზის აწვრილებით აღწერე მათი პროვოკაციულ-ძირგამომთხრელი გეგმები, მტ შორის - საქართველოს ამჟამინდელი პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის ფიგურის როლს, რომელ, ვაშინგტონისა და ბრიუსელის დავალებით, 26 ოქტომბერს საქართველოში "მაიდან 2"-უნდა ჩაუდგეს სათავეში. ამიტომ ზურაბიშვილმა, საქართველოს კონსტიტუციის დარღვევით, მოიარა მთელი დასავლეთი საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ კოალიციის შეკვრის მიზნით! მთავარ იმედს ის თავის მეგობარზე, საფრანგეთის პრეზიდენტ მაკრონზე ამყარებს, მაგრამ მას დღეს სალომეზე უარესად აქვს საქმე და საქართველოსა და ზურაბიშვილისთვის აღარ ეცხელება...

   რაც შეეხება ხელისუფლებას - მან უნდა შეცვალოთავისი „ნაფტალინიანი“ სპიკერები და ჩამოყალიბდეს, თუმცა არჩევანიარ აქვს - ან დასავლეთის მონა, ანდა მსოფლიოს უდიდესი ქვეყნების - რუსეთის, ჩინეთის, ინდოეთის, ირანის, BRICS-ისა და SCO-ს ყველა სხვა ქვეყნის ღირსეული მეგობარი და სტრატეგიული პარტნიორი. ამისათვის უნდა შეწყვიტოლეგენდების მოყოლა „კარგი დასავლეთისა“ და ცუდი „გლობალური ომის პარტიის“ შესახებ და ოიპოვოს რუსეთის მხარდაჭერა. ამისთვის გააჩნია ერთი შესანიშნავი უმტკივნეულო შესაძლებლობა, დაამყაროს მოქნილი წინასწარი კონტაქტი უმაღლეს დონეზე ნებისმიერი კონფიგურაციის არაფორმალური შეხვედრების მოსამზადებლად (გამგონი იცის, რასაც ვგულისხმობ...).

   საქინფორმის გენერალურ დირექტორსდა მთავარ რედაქტორს, შიშროების, სტრატეგიული ანალიზისა და საინფორმაციო პოლიტიკის ცენტრის დირექტორს, არნო ხიდირბეგიშვილს ესაუბრა მაია ჯავახიშვილმა.

2024 წლის 10 ივლისი
საქართველო, თბილისი