საზოგადოება
შალვა პაპუაშვილი: 2014 წელს „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ ევროკავშირის სამხედრო მისია ჩაშლას გადაარჩინა

 საქართველო, 10 ივლისი, საქინფორმი. 2014 წელს ევროკავშირი ვერ პოულობდა ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში სამხედრო მისიისთვის მონაწილეობის მსურველებს, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ ევროკავშირის ეს მისია ჩაშლას გადაარჩინა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

მისივე განცხადებით, საქართველო ამ ურთულეს ოპერაციაში ევროკავშირის არაწევრი ერთადერთი ქვეყანა იყო, სამხედრო კონტინგენტით კი – მეორე ქვეყანა საფრანგეთის შემდეგ.

უნდა გვახსოვდეს, რომ როდესაც 2014 წელს ევროკავშირი თავის წევრ ქვეყნებში ვერ პოულობდა ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში სამხედრო მისიისთვის (EUFOR RCA) მონაწილეობის მსურველებს, საქართველომ („ქართული ოცნების“ ხელისუფლების გადაწყვეტილებით), 150 ჯარისკაცის გაგზავნით, ევროკავშირის ეს მისია ჩაშლას გადაარჩინა.

ჩვენ ამ ურთულეს ოპერაციაში ევროკავშირის არაწევრი ერთადერთი ქვეყანა ვიყავით, სამხედრო კონტინგენტით კი – მეორე ქვეყანა საფრანგეთის შემდეგ“, – წერს შალვა პაპუაშვილი.