პუბლიკაციები
შალვა ნათელაშვილი: „ძალიან ცნობილი დიპლომატი "ვარდების რევოლუციამდე" შემხვდა და მკითხა - ბებია მაინც არ გყავს სომეხიო?!"

shalva-natelashvili28საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო „საქინფორმის“ სტუმარია საქართველოს ლეიბორისტული (შრომის) პარტიის თავმჯდომარე, ბატონი შალვა ნათელაშვილი.

ბატონო შალვა, ახლახან პრესკონფერენცია გქონდათ საქართველოს კათოლიკოს- პატრიარქ ილია მეორესა და რუსეთის პატრიარქ კირილის შეხვედრის დადებით შედეგებთან დაკავშირებით. მეც ამით დავიწყებ. რუსეთის პატრიარქმა კირილმა, ფაქტობრივად, საქართველო 2008 წლამდე არსებულ საზღვრებში აღიარა. საეკლესიო საზღვრები კი მანამდე ომით დაკარგულ აფხაზეთის საზღვრებსაც მოიცავს. მართლმადიდებლობა აერთიანებს იმას, რასაც პოლიტიკოსები ხლეჩენ. დღევანდელი გადასახედიდან, საქართველოსთვის ხომ არ აჯობებდა, მართლმადიდებლური ცნობიერების ირგვლივ გაერთიანდეს მართლმადიდებლური ქვეყნების სამყარო? დღევანდელი დასავლური ქრისტიანული სამყარო ხომ თავისი „ლიბერალური ფასეულობებით“ და იქიდან ნაქადაგები ღირებულებებით – გარყვნილება, მამათმავლობა, დედ-მამის უპატივცემულობა, სრულებით სცდება ქრისტიანული მორალის ათ მცნებასაც და ქართულ ცნობიერებასაც, საერთოდ, მორალურ ჩარჩოებს...

ერთს დავამატებდი, რაც ერთგვარი „ნიუსია“ ლიბერალურ სამოქალაქო კანონმდებლობაში. ეს გულისხმობს კონკრეტული სამოქალაქო კოდექსებიდან „დედისა“ და „მამის“ ამოღებას; ორივეს უნდა ეწოდოს „მშობელი“, რათა ჰომოსექსუალისტებსა და ლესბოსელებს გაუადვილონ შვილად აყვანის პროცესი. ბიბლია პირდაპირ ადგენს დედისა და მამის ინსტიტუტს. როდესაც ამას რომელიმე პოლიტიკური თუ სამართლებრივი სისტემა სჩადის, ის პირდაპირ გაცდენილია, თუ მართლა აცდენილი არ არის ქრისტიანულ პრინციპებს.

– ამ რაღაც გაუგებარი და საზოგადოებისთვის ყოვლად მიუღებელი კანონით, რაც კონფესიების გათანაბრების შესახებ პარლამენტმა მიიღო, სააკაშვილმა თავისი ავანტიურისტული ბუნებიდან გამომდინარე, ეთნიკური დაპირისპირების პირას დააყენა საზოგადოება და ორი მეზობელი ერი. უწმიდესმა დროულად იმოქმედა, თორემ დაპირისპირების რაღაც ნიშნები იკვეთებოდა. ხომ შეიძლება ბჟეზინსკის გეგმის განსახორციელებლად – საქართველოს დასაშლელად, სააკაშვილმა ისევ რაღაც მოიმოქმედოს?

– ბჟეზინსკიმდე მისმა სულიერმა თანამებრძოლმა სახაროვმა და ელენა ბონერ-ალიხანიანმა გაამზადესეს კონცეფცია საქართველოს მცირეიმპერიულობის შესახებ და ამით შემდგომში სოროსებს, კერკ კირკორიანებსა და საქართველოს სხვა ავისმოსურნეებს გაუძლიერეს პოზიცია. ვერც ეს და ვერც სხვა კანონი მართლმადიდებლობას ვერაფერს დააკლებს. ათასწლეულების განმავლობაში მართლმადიდებლობა ყოველგვარი კონსტიტუციის გარეშე ვითარდებოდა. ამით სააკაშვილმა პირველი აგური გამოაგდო მართლმადიდებლობის წინააღმდეგ, რასაც მოჰყვება რელიგიური გაერთიანებების შესახებ კანონის მიღება. მოჰყვა ყველა კონფესიების მაქსიმალური გათანაბრება და შემდგომ კონკორდატზე დარტყმები და მისი გაუქმების მოთხოვნა. ეს უკვე ისმის ლადარიასგან, ჯგერენაიებისგან, თევზაძეებისგან.

– ანუ ჩვენ ეკუმენიზმისკენ (ყველა რელიგიის გაერთიანება და ერთობლივი ლოცვა, მათ შორის, ისეთებისაც, როგორიცაა: „იეჰოვას მოწმეები“, „მორმონები“, „ორმოცდაათიანელები“ და დასავლეთში „სატანისტების სექტაც“ კი. – ბ.ა.) მივდივართ?

–  დიახ, ეს აგური გამოაგდო სააკაშვილმა, თანაც გამოაგდო არა ისე, ვთქვათ, მხოლოდ რელიგიური მიმართულებით, არამედ, მოძმე სომეხ და ქართველ ხალხში რელიგიური და ეთნიკური კონფლიქტის გამომწვევი ნაღმიც ჩადო. ღმერთმა დაგვიფაროს და, რელიგიური ომი ევროპაში 300 წელიწადს გრძელდებოდა. ჩვენ ისიც კარგად ვიცით, რომ სომეხი ხალხი ამას არ აჰყვება. თბილისში მცხოვრები სომხები დადაინ როგორც გრიგორიანულ ეკლესიაში, ისე – სამებაში. თუმცა ის ჯგუფი, რომელსაც ხელს არ აძლევს ქართველ და სომეხ ხალხთან ურთიერთობა, მოქმედებს ამერიკაშიც სომხეთის ეროვნული კომიტეტის – ამ სომხური ლობის სახელით. ამერიკის სომხურ ლობის, რატომღაც, არ ვუყვარვართ. ისინი ჩვენ გვაბრალებენ, რომ მათი საზღვრები „ОТ МОРЯ ДО МОРЯ“ ჩვენ გამო ვერ გაიშალა. მათ რომ ჰკითხო, არტანუჯი, ტაო-კლარჯეთი და მესხეთ-ჯავახეთი სულ მათი ყოფილა… ადრე ზღვაზე გადიოდნენ და მერე, თურმე, ჩვენ ჩაგვიკეტავს... ეს ოფიციალური კონცეფციაა და ჩვენ უნდა ვთქვათ ამის შესახებ. ეს აწუხებთ თურქულ გენოციდს განრიდებულ მოძმე სომხეთის შვილებს აშშ-ში.  

მე გეუბნებით, რისთვის მოამზადეს მათ მიხეილ სააკაშვილი 90-იან წლებში, რა დავალებით გამოუშვეს.

ძალიან ცნობილი დიპლომატი კი იყო, მაგრამ, ფაქტობრივად, კავკასიაში ამერიკის სპეცსამსახურს წარმოადგენდა და, პირდაპირ გეტყვით, დიდი სიმპათიით იყო ჩვენ მიმართ განწყობილი. „ვარდების რევოლუციის“ წინ შემხვდა და პირდაპირ მკითხა – ბებია მაინც არ გყავს სომეხიო?

–  ვინ იყო, ბატონო შალვა, ხომ ვერ გვეტყვით?

–  არ მინდა, საერთაშორისო სკანდალი ატყდეს, რადგან ეს პიროვნება ისევ მუშაობს. მეტი რაღა უნდა გითხრათ?! მალავენ... აი, ამ საამაყო ერის შვილობას მალავენ და რცხვენიათ ამათ. რა არის ახლა იმაში ცუდი, რომ სტალინი ქართველობდა... ვერ მართავდა რუსეთს 30 წელიწადს და ვერ ააშენა სახელმწიფო? 

–  რადგან სატლინს შევეხეთ, გკითხავთ. ამერიკის მსოფლიო პოლიტიკას დღეს ნეოკონების (ნეოკონსერვატორების) ულტრატროცკისტების ფრთა მართავს. სტალინის მიმართ პროამერიკული ხელისუფლების ასეთი დაუნდობლობა მისმიერ ტროცკისტების განადგურებამ ხომ არ განაპირობა? ტროცკისტებიც, ნაციონალების მსგავსად, ებრძოდნენ მართლმადიდებლობასა და ეროვნულობას. „გლობალისტურ ინტერნაციონალიზმს“ ნერგავდნენ...

–  საერთოდ, ამერიკის საგარეო პოლიტიკაა ნეოტროცკისტული. ამის გამო შესაძლოა, ექსტრემიზმი ან რადიკალიზმიც დამაბრალონ, მაგრამ მაინც გეტყვით, რომ 1917 წლის ოქტომბრის სოციალისტური რევოლუცია ამერიკელების მომზადებულია. ტროცკი ჩაიყვანეს ესპანეთიდან, აცხოვრეს ყველაზე ძვირადღირებულ სასტუმროში, სადაც 1917 წელს იდგა მაცივარი, ჰქონდა ტელეფონი და მანქანა ემსახურებოდა. როკფელერებმა და როტშილდებმა კარგად დააფინანსეს. გამოუშვეს გემით და ინგლისელებს დააჭერინეს, ვითომ ძლივს გამოექცა ამერიკელ იმპერიალისტებს. ამრიგად, ამერიკის საგარეო პოლიტიკა ყოველთვის ტროცკისტული იყო. დღეს კი ნეოტროცკისტულია. 

–  სტალინმა ტროცკისტებთან ბრძოლა, ფაქტობრივად, მართლმადიდებლობის გამო დაიწყო. მათი განადგურების შემდეგ ჩაეყარა საფუძველი საბჭოეთში ეკლესიების მშენებლობას და რუსული საპატრიარქოც აღდგა. ხრუშჩოვიც კი ლანძღავდა სტალინს ამის გამო. ცნობილია რომ სტალინი პოლიტიკაში მართლმადიდებელმა ბერებმა მართლმადიდებლობის გადასარჩენად გაგზავნეს...

–  სტალინის მიმართ ასეთი დამოკიდებულება, ალბათ, უფრო არის (ახლა ებრაელების რისხვასაც დავიმსახურებ. მე კი ეს ხალხი ძალიან მიყვარს და ვაღიარებ, რომ გამორჩეულნი არიან ღვთის მიერ და ჩვენი მოძმეები არიან). ეს არის ებრაული შურისძიება. მოგეხსენებათ, რომ 20-იან წლებში რუსული და ებრაული ფუნდამენტალისტური კლანი დაეჯახა ერთმანეთს რუსეთის მართვის სადავეებთან. რუსულ ფუნდამენტალისტურ კლანს სათავეში სტალინი – არარუსი ჩაუდგა. ებრაულ ფუნდამენტალისტურ კლანს კი სათავეში ედგნენ ტროცკი, ბუხარინი, კამენევი... ისინი დამარცხდნენ და მას შემდეგ უნდათ რევანში. და ეს არ მთავრდება. 

–  ინტერნეტში საინტერესო დოკუმენტური მასალებია, რომ ჰიტლერიც როტშილდის შვილიშვილი ყოფილა საიმონ როტშილდის ხაზით და სტალინთან დასავლეთის დაპირისპირების მიზეზიც, სხვა მიზეზებთან ერთად, ესეც იყო. თითქოს ის, რაც არ მოხერხდა 1917 წელს „მსოფლიო პროლეტარული რევოლუციით“, „ახალი მსოფლიო წესრიგის დამყარებით“ – მეორე მსოფლიო ომის დროს გადაუხადეს სამაგიერო. თუმცა სტალინი ჩვენი თემა არ არის...

–  ბებია ებრაელი რომ ჰყავდა, ვიცოდი. როტშილდზე არ მსმენია, თუმცა ომს რომ ამერიკელები აფინანსებდნენ, გაგებული მაქვს. 

მინდა, გკითხოთ „ექვსიანთან“ დაკავშირებით. სააკაშვილმა განაცხადა, რომ პარლამენტში მანდატების რაოდენობის გაზრდა მისი ინიციატივა არ იყო და ეს ოპოზიციიდან მომდინარეობდა. ოპოზიცია საწინააღმდეგოს ამტკიცებს. თუ არც ერთს უნდოდა ეს და არც მეორეს, აბა ხალხს, რომლის ხარჯზეც პარლამენტარები „გრიალებენ“, ეს ისედაც არ უნდა...

–  პირდაპირ ვთქვათ, რომ ორივე მხარეს უნდოდა – როგორ არ უნდოდა?! სააკაშვილს სურს, რომ დეპუტატთა რაოდენობა არ შეიზღუდოს და გააფრიალოს პარლამენტში მერაბიშვილების, ამ ბანდიტების, გუბერნატორებისა და სინდისგაყიდულების მეშვეობით გაიყვანოს ის რაოდენობა, რაც დღეს ჰყავს და არაფერი დაიკლოს. რა რაოდენობაც ემატება – ის 30-40 ადგილი გადმოუგდოს მოვაჭრე ოპოზიციას.

–  რა გამოდის, ბატონო შალვა, რომ თითქმის ათ თვეზე მეტია, ამ 30-40 მანდატზე მიდიოდა „რწყილი და ჭიანჭველასავით“ ვაჭრობა? საარჩევნო გარემოსთან დაკავშირებით ჯერჯერობით არაფერი შეცვლილა...

–  საარჩევნო გარემოს შეცვლა, პირველ რიგში, საარჩევნო კომისიებში თითო პარტიიდან თითო წევრის წარმომადგენლობას ნიშნავს. ეს საქართველოში ზვიად გამსახურდიას არჩევნების შემდეგ არ მიღწეულა. საარჩევნო გარემოს შეცვლა მაჟორიტარული ინსტიტუტის მოსპობას ნიშნავს. სანამ მაჟორიტარები გევყოლება, ისინი ყოველთვის შექმნიან ახალ-ახალ სააკაშვილებს, რადგანაც მათ გული, სული, სინდისი, ნამუსი და სამშობლო გაყიდეს და საკუთარ ბიზნესს აკეთებენ. თავისუფალი არჩევნები არასოდეს ჩატარდება და თავისუფალი პარლამენტი არ გვეყოლება, სანამ არჩევნებში მონაწილეობა სავალდებულო არ გახდება, სანამ არჩევნებში მონაწილეობის მიუღებლობისთვის კანონი, თუნდაც, ხუთი ლარით არ დააჯარიმებს მოქალაქეს. მერე გაირკვევა, ვინ არის ამომრჩეველი და ვინ – არა. 

–  ვერ დაგეთანხმებით. ხალხში არის განწყობა და მეც ხშირად ვფიქრობ, რომ ასეთ არჩევნებში მონაწილეობას აზრი არ აქვს. ახლა კიდევ ხუთი ლარით რომ დამაჯარიმონ, უკვე ჩემი პირადი უფლების დარღვევა იქნება...

–  მინდა, მოგახსენოთ, რომ ავსტრალია და მთელი ლათინური ამერიკა, ბელგია და ევროპული ქვეყნები გადავსებულია სასჯელებითა და სარჩელებით არჩევნებისგან თავის ამრიდებელთა მიმართ. სიგარეტის გადაგდების გამო თუ მაჯარიმებენ და ხუთ წელიწადში ერთხელ შინიდან გასვლა მეზარება, ბიულეტენებს მერაბიშვილებსა და ვიღაც ჩოჩელებს ვუტოვებ გასაყალბებლად? მერე კი პოლიტიკურ პარტიებს ვუთხრა – რატომ არ ამხობთ სააკაშვილს?.. როგორ დავამხო, როცა შენ შენი არმოსვლით შენი ბიულეტენი სააკაშვილს აჩუქე?.. არ იქნება ჩვენთან არანაირი სამართლიანობა, არანაირი ხელისუფლების დაყოფის ჟანჟაკრუსოსეული პრინციპის განხორციელება, სანამ საქართველოს პარლამენტის რეფერენდუმის გზით დათხოვნის მექანიზმი არ იარსებებს. რეფერენდუმი პარლამენტარებს გილიოტინასავით უნდა ედოთ წინ.  

– აგერ, 2003 წლის რეფერენდუმის შედეგები დეპუტატების რაოდენობასთან დაკავშირებით გააუქმეს...

–  ის რეფერენდუმი არ იყო; ის იყო პლებისციტი. შეეშალათ ფორმულირება, რადგან კანონში ჩახედვა დაეზარათ. რეფერენდუმის ჩატარება, მოქმედი კონსტიტუციების მიხედვით, მხოლოდ აფხაზეთისა და ცხინვალის ტერიტორიებთან ერთადაა შესაძლებელი. არ შეიძლება რომელიმე რეგიონის გამოკლება. 

–  ყოველ შემთხვევაში, 2003 წელს ხალხმა რეფერენდუმს მისცა ხმა. კონტრშეკითხვას დავსვამ – მაშინ რა უფლებით ჩატარდა ნატოში შესვლასთან დაკავშირებული რეფერენდუმი, რომელზეც მეც ვიყავი დამკვირვებლად და 30 პროცენტი 75-ზე აიყვანეს?

–  ისიც პლებისციტი იყო და არანაირი იურიდიული ძალა მას არ აქვს. „ნატოს“ შედეგებიც ისე გაყალბდა, როგორც ამათი ჩატარებული ყველა არჩევნები. ქუჩაში ათი კაცი რომ გააჩერო, მათგან ცხრა ნატოს აგინებს. 

–  რადგან არჩევნების თემას მივადექით... რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, 2003 წლის არჩევნებში ლეიბორისტებიც ხვდებოდით პარლამენტში...

–  ლეიბორისტები კი არ „ხვდებოდნენ“ პარლამენტში, 2003 წელს ლეიბორისტები პირველ ადგილზე გავიდნენ 40%-ით. მაშინდელი ცესკოს თავმჯდომარე ნანა დევდარიანი ბატონ ედუარდ შევარდნაძესთან შევიდა და უთხრა – მოდი, რაც ლეიბორისტებმა აიღეს, დავუწეროთ მათ 30% და სააკაშვილი ვერ გაბედავს ბუნტს და არევასო. შევარდნაძის პასუხი ასეთი იყო: ამ საკითხზე ჩემთან მეორედ აღარ შემოხვიდე! 

–  მე ცოტა სხვა ინფორმაცია მაქვს ნანასგან, ბატონო შალვა. ნამდვილად იცით, რომ ეს საუბარი შედგა; ხომ არ გეშლებათ რამე?

–  არა, არა, ზუსტად ასე იყო. შეგიძლიათ, ნანას ჰკითხოთ.  

–  2003 წელს გადატრიალება რომ მოხდა, ყველამ იცის, მაგრამ ამის აღიარება არავის უნდა, მათ შორის, იმ ოპოზიციურ პარტიებს, რომლებიც დღეს ოპოზიციაში არიან...

–  იმიტომ, რომ ისინიც გადატრიალებაში მონაწილეობდნენ ლიდერ-ბელადებად.

–  სწორედ მაგ მიმართულებით მიმყავს აზრი. ამ გადატრიალების აღიარებით ხომ არ მოგვეცემოდა ნაციონალების მიერ საქართველოს მიმართ ჩადენილი ყველა ქმედებისთვის, სახელმწიფო ქონების გასხვისებისთვის, ამათგან გაყიდულის

უკუქმედების მექანიზმების მოპოვების შანსი?

– მინდა, გითხრათ, რომ გადატრიალების ყველა მონაწილე დაისჯება. არ აქვს მნიშვნელობა – ხელისუფლებაშია, თუ ოპოზიციაში. ეს იყო საბედისწერო ნაბიჯი, რომელმაც საქართველო დაშალა, რამაც ცხინვალსა და სოხუმში დასვა უცხოეთის ელჩები. ამიტომ ეს უპატიებელი ცოდვაა და არანაირი სამართლებრივი თუ ეკლესიური სამართალი ამის პატიების უფლებას არ იძლევა. ამ მიმართულებით ჩვენ მნიშვნელოვანი ნაბიჯები უკვე გადავდგით.

– შედეგი რა იქნება, ბატონო შალვა... 2004 წლიდან დღემდე სააკაშვილმა კიდევ უფრო დააქცია ქვეყანა...

– შედეგი არის ამ ხელისუფლების შეცვლა და სააკაშვილის დაჭერა. დღეს ქვეყანაში დიქტატურაა. დიქტატურა გრძელდებოდა საბჭოთა კავშირში 80 წელიწადს, ჩინეთში – 30, ჩილეში პინოჩეტის დროს –15 თუ 20 წელწადს. ესპანეთში ფრანკომ ლამის 50 წელიწადს „გაქაჩა“. რამე კეთდებოდა მაშინ?..

–  ბატონო შალვა, საბჭოთა კავშირის ადვოკატად არ გამოვდგები. თუმცა ყოველთვის აღვნიშნავ, რომ იმ საბჭოთა კავშირში ბევრად მეტი ზნეობა, მორალი, განათლებისა და ჯანდაცვის მაღალი ხარისხი იყო, ვიდრე დღეს ჩვენს „დემოკრატიულ ქვეყანაშია“. თუნდაც საყოველთაოდ სიმღერის ცნობილი ფრაზა ავიღოთ: „молодым везде у нас дорога, старикам везде у нас почет“... ეს ნიშნავდა, რომ მაშინ რაღაც ღირებულებები იყო. იმათი შთამომავლები, ბებია-ბაბუების შვილიშვილები არ არიან ესენი?

–  რაღაც ღირებულებები კი არ იყო, ეს იყო რეალური ქრისტიანული ღირებულებები... სამართლიანობის, თანასწორობის. მინდა, გითხრათ, რომ ვენაში ჩეხი ტაქსისტი შემხვდა და კომუნისტებისდროინდელ უფასო განათლებას, უფასო ჯანდაცვას მისტიროდა. ისიც კი მითხრა – ჩვენმა პრეზიდენტმა პიონერთა სასახლეში დაიდო ბინაო. ანუ იგივე პროცესებია იქაც, რაც აქ ხდება... 

–  ტელევიზიით ვნახე, რომ უნივერსიტეტის სტუდენტები გამოდიან და ქართულ ენაზე სწავლის უფლებას ითხოვენ. ნაციონალებმა, იმის გარდა, რომ სწავლის ხარისხი საერთოდ ნულს გაუტოლეს, კონსტიტუციითა და უნივერსიტეტის დებულებით გათვალისწინებულ ქართულ ენზე სწავლის უფლებასაც არ აძლევენ სტუდენტებს. სტუდენტური თვითმმართველობა , პავკა მოროზოვის მსგავსად, ნაყიდი ჰყავთ. ამ ორგანიზაციის ყოფილი თავმჯდომარე ვარძელაშვილის მოადგილეა. დანარჩენებიც სულ სახელისუფლებო სტრუქტურებში მუშაობენ.

–  პირდაპირ გეტყვით, რომ ესენი არიან სტუდენტთა უღირსი თაობა. 1979 წელს, როცა თამრიკო ჩხეიძე და გია ჭანტურია აქციებს მართავდნენ, მართალია, ისე აქტიურად არ ვიყავი ჩართული, მაგრამ იქ მეც მივდიოდი. არ გვეშინოდა. ახლა ლაჩარი თაობაა, შეუძლებელია, მას ქვეყნის ბედი მიანდო. ეს არის „რუსთავი 2“-ის აღზრდილი თაობა, რომელიც მიტინგზე ვერ გამოვიყვანე. ის ნაწილი კი, რომელიც სადმე ჩნდება, უმეტესობა ანგარებით გამოდის.

–  თუმცა ეკლესიის დასაცავად სულ მოუსყიდავი სტუდენტები გამოვიდნენ საკუთარი ნებით. ეს სტუდკავშირი ბოლშევიკ–ჩეკისტებზე უარესია. ნახევარმილიონიან დაფინანსებას სტუდენტს გასართობად რომ მისცემ და არა სწავლისთვის, რა მომავალს უზრდი ქვეყანას? 15 აპრილს (წინა დღე – 14 აპრილი – დედაენის დაცვის დღე. – ბ.ა.) სტუდკავშირმა სიყვარულის დღესთან დაკავშირებით გასართობ ღონისძიებაში ჩაყარა უამრავი ფული. ეს სტუდენტების სწავლის საფასურში გადახდილი თანხებია, რომელიც ბევრ გაჭირვებულ სტუდენტს წაადგებოდა. სტუდენტებს ასეთი მონური ცნობიერება კომუნისტების დროსაც არ ჰქონიათ.

–  ყველაზე მეტად, რაც სტრესულ მდგომარეობაში მაგდებს, სააკაშვილის რეჟიმი კი არა, სტუდენტებისა და ახლგაზრდების ასეთი არარევოლუციური, არაპატრიოტული და არამებრძოლი სულისკვეთებაა.

–  არ არის საჭირო, სტუდენტებმა მოაწყონ რევოლუციები...

–  მე იმას კი არ ვგულისხმობ, სტუდენტები ბარიკადებზე დადგნენ; ამ თვითმმართველობის ბანდიტებს ერთხელ სცემონ, ორჯერ... სამჯერ...

–  ისინი აქეთ სცემენ სხვა სტუდენტებს...

–  ესე იგი, სუსტები არიან, ასეთი ახალგაზრდები კი გარეშე მტერსაც ვერ გაუმკლავდებიან. ესენი საქართველოს ხელისუფლების რეზერვი არიან – უსინდისო, გულამოცლილი, არაპატრიოტი, მომავალი ადეპტები.

–  საქართველოში თითქმის ყველა – ნაცების მომხრეც და მოწინააღმდეგეც, აღირებს, რომ ეს არის არაეროვნული, ანტიქართული ხელისუფლება. მე არ მინდა, ეთნიკურ წარმომავლობას შევეხო, მაგრამ ქართული ცნობიერების ადამიანი ხელისუფლებაში ამ ქვეყანას როგორ არ უნდა ეღირსოს?

–  ეს მომენტი, რაზეც თქვენ მკითხეთ, როცა 2003 წელს ეს საკითხი დავაყენე, ქართულმა „სვეტმა“ ინტელიგენციამ და „ვაკე-ვერას ელიტამ“ „გოიმად“, „სოფლელად“ და „ხიხოდ“ მომნათლეს – ეგ რა შუაშიაო. ახლა კი ყველა მაგას გაიძახის. თუ ვართ მზად, რომ დავთმოთ ჩვენი ეროვნული უმრავლესობა, მაშინ 2050 წლისთვის ჩვენ ეროვნული უმცირესობა ვიქნებით.

ამჯერად ჩვენ პოლიტიკური პრეტენზია დავთმეთ. რომ შევადაროთ: რატომ მოვიდა 1917 წელს ებრაული ელიტა სათავეში? იმიტომ, რომ „წმინდა ადგილი ვაკანტური არასდროს რჩება“. რუსეთის პოლიტიკური ელიტა გამოლპა, გარასპუტინდა, გაიხრწნა და მოვიდა უფრო მობილიზებული, კონკურენტუნარიანი მებრძოლი ჯგუფი. იგივე მოხდა საქართველოშიც. 90-იან წლებში ქართულმა პოლიტიკურმა ელიტამ ერთმანეთი გადაჭამა, გაიხრწნა. ეროვნული ბანკის ფულების ჭამაში ვეღარ გაიგეს, როგორ ჩაირა ისტორიის მატარებელმა. პირველ პარლამენტში ერთმანეთს ხელს არ ართმევდა პოზიცია და ოპოზიცია. ხელის ჩამორთმევა „გრეხი იყო“. ბაზალეთზე წავიყვანე და იქ ვაქეიფე და იქ იცეკევს ერთად. ქართული პოლიტიკური ელიტა გაბერწდა და იმის გამო, რომ „წმინდა ადგილი ვაკანტური არ რჩება“, ადგილი დაიკავა სომხურმა პოლიტიკურმა ელიტამ. ეს ჩვენი ბრალია და არა – სომხების. საკუთარი ცოდვებიც თავადვე უნდა გავინაწილოთ.

–  არ შემიძლია არ გკითხოთ „ქართული პარტიის“ ირგვლივ მიმდინარე მოვლენებზე. იმ კუთხით, რომ აქვს თუ არა მორალური უფლება – პოლიტიკურზე აღარ ვსაუბრობ, ოქრუაშვილს ან კიწმარიშვილს, რომლებიც ამ ხელისუფლების შემოქმედნი იყვენენ – ისევ პოლიტიკაში მოვიდნენ?! ოქრუაშვილი, რომელიც „პეტერსონ ბელქნაფთანაც“ თანამშრომლობდა საქართველოს საწინააღმდეგოდ, ემბარგოს თემა ერგნეთის გადაკეტვითაც მასაც უკავშირდება… კიწმარიშვილი კი, „რუსთავი 2“-ით ხომ საერთოდ ხელმძღვანელობდა რევოლუციას…

–  მინდა, მოგახსენოთ, რომ ჩემი შეხედულებები თქვენ მიერ დასახელებულ პიროვნებებზე უცვლელია, მაგრამ მათთან პოლემიკისგან თავს შევიკავებ,რადგანაც ხელი მოგვიწერეს სააკაშვილის პოლიტიკური იმპიჩმენტის დოკუმენტზე. თუმცა ცხრა პარტია ჯერ კიდევ არ გვიწერს ხელს და მთელმა საზოგადოებამ უნდა დავუსვათ კითხვა: ვისი მეგობრები არიან ისინი – დათვის, თუ ქართველი ხალხის? („რუსულ დათვს“ ბატონი შალვა არ გულისხმობდა. – ბ.ა.) შემოდგომამდე, პირველ სექტემბრამდე, ვადას მივცემ. იქნებ ცხელმა აგვისტომ გაულღოთ გაყინული ტვინი. სხვა შემთხვევაში, სექტემბერში დაიდება დოკუმენტი და გავიგებთ, რომ სააკაშვილის უკვდავების მიზეზი გამყიდველი, გაყიდული ოპოზიციაა!!!

 

ესაუბრა ბაია ამაშუკელი,

საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო „საქინფორმი“