აქტუალური
დღეს საზოგადოებრივი მოძრაობა „ერთიანი ნეიტრალური საქართველო“ დაფუძნდება

 საქართველო, 10 ივლისი, საქინფორმი. „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ დამფუძნებელი ჯგუფის წევრები მოძრაობის დაფუძნების თაობაზე 10 ივლისს, 11:00 საათზე სასტუმრო „შერატონ მეტეხი პალასში“ გააკეთებენ განცხადებას.

ოფიციალური პრესრელიზის მიხედვით, ბრიფინგზე მოძრაობის დამფუძნებელი წევრები საზოგადოებას და მედიას გაუზიარებენ ინფორმაციას მოძრაობის დაფუძნების მიზეზებისა და მიზნების შესახებ.

ამასთან, როგორც აღინიშნა, საზოგადოებრივ მოძრაობას ექნება ცენტრალური ოფისი თბილისში, სადაც ყოველდღიურ რეჟიმში წარიმართება მუშაობა მოძრაობის ამოცანების შესასრულებლად.

საზოგადოებრივი მოძრაობა „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ დამფუძნებელი ჯგუფის წევრები არიან: ვატო შაქარიშვილი, ბიძინა გიორგობიანი, ნანა კაკაბაძე, გელა ნიკოლაიშვილი და ლევან ნიკოლეიშვილი.