პოლიტიკა
საქართველო, 9 ივლისი, საქინფორმი. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი რუსეთის მიერ უკრაინის ქალაქებში სარაკეტო თავდასხმებს გმობს.
როგორც სალომე ზურაბიშვილი წერს, ეს კიდევ ერთხელ ასახავს უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის სასტიკ მეთოდებს.
„მკაცრად ვგმობ დღევანდელ სარაკეტო თავდასხმებს უკრაინის ქალაქებში, მათ შორის კიევში, ბავშვთა საავადმყოფოზე. ეს კიდევ ერთხელ ნათლად ასახავს უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის სასტიკ მეთოდებს და ტრაგიკულ შედეგებს“, – წერს სალომე ზურაბიშვილი.
ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, უკრაინაში რუსეთის სარაკეტო თავდასხმის შედეგად 28 ადამიანი დაიღუპა.