აქტუალური
საქართველო, 9 ივლისი, საქინფორმი. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრა. ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, საგარეო საქმეთა მინისტრი 9-11 ივლისს ვაშინგტონში დაგეგმილ ნატო-ს საიუბილეო სამიტს დაესწრება და მონაწილეობას მიიღებს 10 ივლისს პარტნიორი ქვეყნების ფორმატში დაგეგმილ საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაში.
ილია დარჩიაშვილი, ასევე, დაესწრება სამიტის ფარგლებში დაგეგმილ სხვა ღონისძიებებს და გამართავს ორმხრივ შეხვედრებს.